ჩვენ არტისტები...
33, Batumi, Грузија

ჩვენ, არტისტები ვიბადებით ფილოსოფიად,
და აღგვიქვამენ ღონემიხდილ ნაწილაკებად,
გულზე, ათასი საზიზღრობა შემომსტროფვია,
და საკუთარი თავი მიყვარს უფრო ნაკლებად.

ჩვენ, არტისტები ვიბადებით ფილსოფიად,
ერთ პოეტს მინდა დავეთანხმო თავის ფრაზაში,
"ჩვენი სიცოცხლე შემართული თითქოს თოფია"
თავისუფლების, სიგიჟემდე ლამის თამაში.


ჩვენ, არტისტები ვიბადებით ფილოსოფიად ,
საკუთარ თავსაც ვერ შევიცნობთ ერთის ჯერადად,
მეც არტისტი ვარ, ბედისწერამ ამიყოლია,
უფერულობა, სცენის მტვერმა გამიფერადა.


P.S პატარა გავლენა, ლევან დევაძის ლექსისა "გარდაცვლილი სიკვდილი" , რომელმაც ამიყოლია ალბათ და დიდი ხნის მერე როდესაც ის ლექსი ხელახლა შემხვდა, აჭმოვაჩინე რომ თურმე ჰგავს ეს იმას რაღაცნაირად.


გარდაცვლილი სიკვდილი

დამარცხებული დეპრესია იგრძნობა ჩემში,
მიქუხს სიწყნარე მყუდროებით განამწარები.
ეს სიკვდილია, დამიჯერეთ, გულიდან ვერ ვშლი,
არადა დროა ამ სიკვდილის გარდაცვალების.

როდის წამსკდება თვალებიდან უაზროდ ცრემლი?
როდის გავხდები მატიანე საკუთარ თავის?
გაქრა ის ღმერთი ადრე პატივს რომელსაც ვცემდი
და ხალხმა ეშმაკს ვერცხლზე ისევ ევაჭროს ლამის.

ადამიანი იბადება - ფილოსოფიად,
ამომივიდა ყელში უკვე ამდენი სიბრძნე.
ჩემი სიცოცხლეც შემართული თითქოს თოფია,
გასროლაც რომლის გულის თითო ფეთქვაში ვხიზნე.

ღამეა ყველგან, ღამეა და როგორი თანაც.
გინახავს ღამით კანს გიწვავდეს სხივები ცხელი?
არ აფასებენ არანაირ დიდსა და მთავარს,
საკუთარ თავსაც პოეზიით თუ ვეღარ შველი -

სად არის აზრი, ღმერთო? გვნახა უღმერთოებამ.
ასე ვითომ და უიმედოდ რომ ზიზღით გვმოსეს.
ჩვენი სურვილით თითო–თითოდ მცნება გვტოვებდა
და ზურგს ვაქცევდით თითქოს ჩვენგან ზურგით მდგარ მოსეს.

მე მეშინია ჭეშმარიტად იმ დროის ღმერთო,
"შემიწყალესაც" რომ ვერ გეტყვი ერთხელ თუნდაც და
ეს ერთი მაგრამ „ერთი“ ახლა იმდენად მეტობს,
არ გაგიკვირდეს ათასობით საზღვრებს თუ გაცდა.

იქნებ მიმიხვდით, რაც მინდოდა მეთქვა, არ მეთქვა.
ფარისევლური აქ სიტყვების გარდა მეც ვარ და,
პოეზიაა უძილობის ძღვენი ღამეთა
და ის სიკვდილი მე რომელიც გარდამეცვალა.

ლევან დევაძე

9 views
 
Коментари

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes