27.12.2012
modi mestumre
50, Tbilisi, Грузија

მოდი, მესტუმრე, გულის კარებს გავხსნი ბოლომდე,..
გამიჩირაღდნე ეს სამყარო ასე სასტიკი...
მოდი, მესტუმრე, თუნდაც იყოს წარღვნის ბოლო დღე,
და რომც სიკვდილმა მომაკითხოს, მაინც დაგიცდი...
და თუ ხატავენ ამ სამყაროს ვარდის ფერებში,
არა იმიტომ, რომ სამყარო ვარდისფერია...
მე ბევრი რამე დავინახე შენს სიმღერებში,
თუმცა, ჯერ ჩემთვის არასოდეს არ გიმღერია...
შენი თვალები გაბრწყინებულ დღეებს მაგონებს,
დღეებს, რომლებიც ბევრი იყო ჩემს ცხოვრებაში,
და თუ გავუძელ დღევანდლამდე ამ სიმარტოვეს,
იყო სიკვდილზე გამარჯვება ჩემი რევანში...
და თუ სიცოცხლეს გამუდმებით არად ვაგდებდი,
ეს იყო სწორედ გამოწვევა ამ უკუნეთის,
შენ კი ამ წყვდიადს ცისკარივით მიჩირაღდნებდი,
რადგან სიყვარულს მიმტკიცებდი ზღვა ერთგულებით...
მოდი, მიმღერე, მეც მოგისმენ უკანასკნელად,
მიმღერე, თუნდაც გაძაღლებულ დღეთა სანაცვლოდ,
რომ ცის ნათელი დამადევნონ შენმა თვალებმა,
და სიყვარული ვარსკვლავებად შემომანათონ!!

7 views
 
Коментари
nana45 27.12.2012

მოდი, მესტუმრე, გულის კარებს გავხსნი ბოლომდე,..
გამიჩირაღდნე ეს სამყარო ასე სასტიკი...
მოდი, მესტუმრე, თუნდაც იყოს წარღვნის ბოლო დღე,
და რომც სიკვდილმა მომაკითხოს, მაინც დაგიცდი...

milordi1 27.12.2012

ki da shen gezgvneba

Blog
Blogs are being updated every 5 minutes