ici rogori xar?
47, Tbilisi, Грузија

იცი? იცი როგორი ხარ? თბილი და უცნაური, აი ისეთი, რომ დაინახავ და ყველა ნერვი აგიჩქარდება, ვღელავ როცა გიყურებ. არადა როგორი მშვიდი ხარ შენ! გამიღიმე რაა, ცოტა სითბო გამიყავი, ცოტა სიყვარული, ცოტა შენზე ოცნება, ცოტა მზის სხივი და ცოტაც თოვლი მინდა შენგან. მე რას გაჩუქებ? ათას ლექსს, ათას სიტყვას, ჩემს გულს, სულს და ჩემს თავს გაჩუქებ. სამყარო გინდა? შენი იყოს ჩემი სამყაროც, ოღონდ სულ ცოტა ღიმილი გამიყავი, გამინათე ცხოვრების გზა შენი ფერებით. იცი? იცი რას ვგრძნობ, როცა გხედავ? სამყარო ჩემი მგონია, მგონია რომ არ მეყოფა დედამიწა, არც ცა მეყოფა თუ შენ იქნები ჩემს გვერდით. როცა იღიმი, სწორედ მაშინ ვხდები ყველაზე სუსტი, მაშინ ვითხოვ ზუსტად უფლისგან ძალას, რომ არ წავიქცე. შენი ღიმილი ყველაფერია ჩემთვის, ზუსტად მაშინ მინდა ვიყვირო ყველაზე ხმამაღლა: მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ, გადავფარო ყველა ხმა დედამიწაზე. მე ხომ ასე ძალიან მიყვარს ეს სიტყვა და უფრო შემიყვარდება თუკი შენ გეტყვი ამას და პასუხად მხოლოდ ერთს მივიღებ: შენ გულწრფელ ღიმილს. მე ხომ ვგიჟდები, როცა იღიმი. იცი? იცი როგორია შენი სილამაზე? აი მზის ჩასვლა როა ზღვაზე ისეთი, ბოლომდე ვერც უსწორებ თვალს, მაგრამ იმდენად მშვენიერია, რომ გინდა უყურო, ეს ყურებაც კი გაკმაყოფილებს და მშვიდდები. როგორი მშვიდია შენი სილამაზე, როგორი სათნო და მიუწვდომელი. როგორ არ მინდა ხოლმე ჩავიდეს ,,მზე" როცა გიყურებ, აი ასეთი მიყვარს შენი სილამაზე, ასე მარტივი, მშვიდი და უბრალო, მიუწვდომელი. გამალამაზე შენი სხივებით, არასოდეს ჩახვიდე! არაფერს ვითხოვ შენგან, უბრალოდ გამიღიმე! იმდენად ლამაზი ხარ, რომ ყველა წვეთში გხედავ, ყველა ფიფქში. ამიტომაც შემიყვარდა ასე ძალიან წვიმა და თოვა, შენ ხომ გაალამაზე ისინი ჩემთვის. შენზე რომ არ ვიფიქრო ერთ წუთში ზუსტად 60ჯერ გამახსენდები ხოლმე, ჩემი ყველა წუთი და ყველა წამია შენი. ხედავ მთელი ცხოვრება გაჩუქე უკვე. რა ლამაზი ხარ? არა, შენ კი არა, შენს სილამაზეს ვჩუქნი მე ჩემს არსებას, შენი იყოს წაიღე. ოღონდ ნურასოდეს დაკარგავ იმას, რაც ასე ძალიან მიყვარს. იყავი მუდამ თოვლის ფიფქივით სუფთა და წვიმის წვეთივით მშვიდი, ქარივით ბობოქარი და მზის სხივივით მიუწვდომელი, სიოსავით უმანკო იყავი მუდამ. გახსოვდეს, რომ ყველა ლექსში, სადაც ვახსენებ წვიმას, თოვას, ქარს, მზეს იქ შენ იგულისხმები, შენ-შენი ამოუცნობი და მიუწვდომელი სილამაზით. იცი? იცი როგორია შენი სიყვარული? ისეთი, როგორიც მხოლოდ მე წარმომიდგენია და ვერასოდეს, ვერავინ წარმოიდგენს ჩემს გარდა. ჩუმი, უსიტყვო, აფეთქებული და სივრცეში გაშლილი, სივრცეში, რომელიც წარმოუდგენლად დიდია, რომელსაც ვერავინ ხედავს ჩემს გარდა. მე კიდე შენს სიყვარულს ვხედავ მთელ სამყაროში, ამიტომაც არ მეყოფა შენი სიყვარულისთვის არც დედამიწა, არც ზეცა. მე მჭირდება რაღაც სხვა, იმისთვის რომ მიყვარდე, რაღაც სხვა და ეს სხვა მხოლოდ მე ვიცი რა არის. გამიღიმე და შემიყვარე, იმისთვის, რომ მთელს სივრცეს, ცხადს და ამოუცნობსაც გავაგონო ჩემი ხმააა

1 views
 
Коментари

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes