ლუდი და ქართველობა! (საფრთხე)
35, Tbilisi, Грузија

დღეს დილიდან დიდი ამბავია ატეხილი. ლუდის სმა და ზასი აკრძალულია. ნაბერეჟნი დაცარიელდა, მუწუკებიანი თინეიჯერი ბიჭები სახეს იხოკავენ, ლუდის ბოთლები მაღაზიიდან შიშით გამოგვაქ, შეყვარებულები ურთიერთობების გადახედვით დაკავდნენ, ბაღებში მარტო ბავშვები თამაშობენ და წამლად, რომ გინდოდეს ერთ ჩახუტებულ წყვილს ვერ დაინახავ. რას გვიშვება ეს მთავრობა?! ან საერთოდ გვიშვება კი რამეს?!
მე ყოველთვის ის მახალისებს, ხოლმე, რომ ჩვენს მოსახლეობას უამრავი პრობლემის მიუხედავად, მაინც რჩება დრო და ენერიგია იმისა, რომ არც თუ ისე მნიშვნელოვან საკითხებზე დიდი განგაში ატეხოს. ამ შემთხვევაშიც გავხალისდი. კამათიც შედგა ჩემსა და ჩემს მეგობრებს შორის. კამათის დროს ის ხალხიც კი, რომელიც ადრე იმნაირად ფიქრობდა, ახლა ამნაირად ფიქრობს, ვინც ამნაირად ფიქრობდა ახლა იმნაირად. ბოლოს იქამდე მივედი, რომ სამსახურში ვზივარ და ამ პოსტს ვწერ, დაახლოვებით ერთი წელია ამ საიტზე არაფერი დამიწერია.
მე შევეცდები არ ავრიო სიტუაცია და ყველაფერს ნაბიჯ ნაბიჯ, ეტაპობრივად გავყვე და ვინაიდან ამ საიტზე კოცნა პროშნის აკრძალვაზე ირიმ უკვე დაწერა და მის პოსტს ვეთანხმები ,თქვენის ნებართვით, ლუდის თემას განვავრცობ. წინასწარ მადლობა გამონახული დროისთვის:

რა იყო მანამდე:
მანამდე იყო მტკვრის მარცხენა სანაპირო. ღიპიანი ბიძები, ახლგაზრდა ბიჭები შავი საროჩკებით და სველი ცხვირსახოცებით, მედოლეები, მეგარმონეები, მტკვარში გადავარდნილი ხალხი, ტრასაზე გაჭყლეტილი ხალხი, საცობები და უამრავი,უამრავი,უამრავი,უამრავი,უამრავი,უამრავი, პლასტმასის ჭიქა, ბოცა, 5-იანი, 10-იანი, პარკები ვარდისფერი, თეთრი, შავი, გაზეთები, ნაგვისყუთები და კიდევ სხვა ათასი სახეობის ნაგავი, ნუ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მტკვარში. გზაზე გადასვლები, დედის გინებები, ჩხუბები, ყვირილები, სუნი, (ძირითადად შარდნარევი ლუდის) და მოკლედ რომ ვთქვათ ყველაფერი ის რაც არეულობასთან არის დაკავშირებული. მე კარგად მახსოვს, რომ მე და ჩემი მეგობრები, როცა გავივლიდით, ხოლმე ლუდის ასაღებად სანაპიროზე პირველი რაც ნერვებს გვიშლიდა და გვაღიზიანებდა ეს იყო შუა გზაზე გაჩერებული ბიძა, რომელსაც ქამარი ბოლო ნახვრეტზე აქვს შეკრული, გაღეღილი საროჩკიდან ბანჯგვლებს ქარი უნიავებს, მარჯვენაში 5-იანი უჭირავს, მარცხენაში თებზი, 3 ერთჯერადი ჭიქა და შავ პარკში შავი პური, ეს შავი პარკი გადაიქცეოდა სუფრად ხოლო მარცხენა უკანა ჯიბეში ჩადებული 11X11 (სპორტული გაზეთი) თეფშებათ და მერე ეს ყველაფერი, ოღოდანც ცარიელი გადაიყრებოდა მტკვარში. მახსოვს, რომ მანქანაში მყოფთა სრული უმრავლესობა, მოთქმით იგინებოდა და ნატრულობდა როდის მოვიდოდა დრო რომ ამ ღრეობას ქალაქის შუაგულში ზედ სამანქანო გზაზე აკრძალავდნენ. ვამბობდით, რომ უნდა შემოეღოთ ჯარიმები, იმასაც კი ვამბობდით, რომ დიდი ჯარიმები უნდა შემოეღოთ, რომ ეს უმსგავსობა აღეკვეთათ.
და დღეს დილით, როდესაც ამ კანონის შესახებ გავიგე ვიფიქრე, რომ ყველა გახარებული და ბედნიერი დამხვდებოდა, მაგრამ ჩემდა გასაოცრად გაირკვა, რომ ნაწილმა ჩემი მეგობრებისა ამ კანონის მიღება „ქართველობაზე“ განხორციელებულ პირდაპირ თავდასხმად მიიღო. მე ძალიან დიდი ხანია ვცდილობ იმ ქართველობის ახსნას, რომელსაც ეს მთავრობა და ტელევიზია ამდენ პირდაპირ და ირიბ დარტყმებს აყენებს. ბევრ დისკუსიაში შევსულვარ და საბოლოო აზრი ვერ გამომიტანია, მაგრამ დღეს მემგონი შევძელი რაღაც კონკრეტულზე შეჩერება. ამიტომ მინდა რამდენიმე სიტყვით ავხსნა ჩემი გადმოსახედიდან, როგორ ჩანს ეს ქართველობა, რომელსაც ამდენი ხანია ანგრევენ და ვერ დაანგრიეს, რომელიც დიადი და ხელიხელ საგოგმანებია და რომელის ცუდად მოხსენიება ან ბილწად შეხება ჯოჯოხეთის პირდაპირი ბილეთია.
ქართველობა (საქართველოს მოსახლეობის ნაწილის გაგებით):
ქუჩები შავ თეთრია, უმრავლეს ადგილებში რესტორნებია გახსნილი (რესტორნები და არა ბარები, ბარები სადაც გოგოები მოკლე კაბებით მოძრაობენ არაქართულია) ხშირ ხშირად ისმის ჩახუტების და სიყვარულის ჩმდდშვც ხმები. ქუჩებში გამოტანილ გამოთლილ ხის სარებზე გეები და იაღოველები არიან ჩამოცმულები. პოლიცია მიჩოხანებულია და/ან ჯიგარია (ჯიგარი ნიშნავს, რომ გახეულ მთვრალს გაგაჩერებს პროწივზე სიარულისთვის და გაგიშვებს იმიტომ, რომ შენი ბავშვის ნათლობიდან მოდიხარ) ოფიციანტები გეების თანაბარ ფენად მიიჩნევიან. ბიჭი იურიდიულზე, ეკონომიურზე ან სამედიცინოზე მოაწყე. გადასახადები დიდია თუ პატარა მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ ინკასატორთან ვაგვარებთ. შუქი უნდა იყოს, გაზი უნდა იყოს, გზა უნდა იყოს, ბენზინი იაფი უნდა იყოს და/ან სამსახურის ტალონებით ასხავდე. კაი ბიჭის და, ქურდების ძმა. გოგოები მოკლე კაბით (ანუ ბოზები) მარტო საუნებში დადიან დანარჩენ თბილისში კოჭს ზევით დაგინებულია. სანაპიროზე ლუდი ისმევა, იქვე გამვლელი მანქანების დასანახად გადამუშავებული ლუდი იფსმევა (ეს არის ნაღდი ქართველობა, ანუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელივანი თვისება, რომლითაც ქართველი უნდა იყოს აღჭურვილი) და რა თქმა უნდა რაც ყველაზე მთავარია, რუსეთთან მოვაგვარეთ და მთავრობა თვითონაც ჭამს და შენც გაჭმევს!
ეს არის ის რასაც როცა შეეხები, დაგერხევა. მოღალატე ხარ. ჩემი აზრით რეალობა სულ სხვაა.

ჩემი რეალობა:
ბევრი წერით აღარ მოგაბეზრებთ თავს. ჩემი აზრით ეს ცვლილება კანონში მისასალმებელია და არ ღირს დრამატიზირება. თუ ვინმე იტყვის, რომ სანაპიროზე, კი ბატონო, მაგრამ უბანში დალევა რატომღა უნდა ამიკრძალონო, შემიძლია ვუპასუხო, რომ კანონებს ქუჩების მიხედვით არ მიიღებენ. რაც შეეხება ქართველობაზე მიტანილ და განხორციელებულ დარტყმას არ ვიცი თქვენ თვითონ განსაჯეთ. მე კი მგონია, რომ ცვლილება კარგია და არავის ღირსების და პატივის შემლახველი არაა.

43 views
 
Коментари
natiaaa 21.09.2011

საინტერესო ბლოგია,
ნუ,რას ვიზამთ?
გვიყვარს ქართველებს ყველაფრის დრამატიზირება,რასაც უნდა ვხედავდეთ ვერ ვხედავთ და რაზეც უნდა ვტეხდეთ განგაშს თავლებს ვხუჭავთ!

mamuka2437 29.06.2011

mtkvris pirze kargi iko daleva, magram chemis azrit sxva ram devs

BeQakikna 29.06.2011

samwuxarod shennirad bevri ar piqrobs an ver ambobs...aq xom xmis amogabaze srokia an kak minimum iji xar tu rames martals ambob...sruliad genatnxmebi titopeul sityvashi :))))) ishviatia adamiani romelic shensavuit simartles wers...zogi piqrobs magram ver ambobs tavis gansxvavebuls azrs ver gamoixatavs imitom rom megobrebi da ojaxis wevrebi ras ityvian masze...arada am dro9s simartles piqrobs...

Blog
Blogs are being updated every 5 minutes