არწივი
38, Tbilisi, Грузија

არწივს რად ჰქვია არწივი ?! სულ მუდამ ყივის არ წივის ,
ჭიუხთა ზედამხედველი, ფრთალეგაი და ფრთა-ცივი.
კლანჭებს დეზები უმშვენებს - ძმადნაფიც ჯიხვის ყანწივით,
სიმაღლეს შეეჭიდება, არ ეშინია - ქარ-ცივის.

თუ ნახავ დატყვევებულსა - გიმზერს ვაჟკაცი კაცივით,
არწივს რად ჰქვია არწივი ?! სულ მუდამ ყივის არ წივის !
ღმერთო არა ჰქნა არ ვნახო - ფრთამოტეხილი არწივი,
ის ჩემი ლექსის მუზაა, ჩემი ცხოვრების ნაწილი,

ტიალი წუთისოფელი - არა ყოფილა ადვილი ,
ვგონებ არწივის სიცოცხლე - სიცოცხლე არის ნამდვილი !
კლდისთავს ჩამოთვლემს წამიერ, რაის დაღლა და რის ძილი ,
არწივის თვალმა გაზომოს - ჩემი სიცოცხლის მანძილი !

სიკვდილ სიცოცხლის საზღვარზე - ღვთით ნაბოძები ძალები,
სიკვდილის ფერი ფრთები აქვს, სიცოცხლის ფერი თვალები.
ჩამოუქროლე ჭიუხებს - ფრთალეგაო და ფრთაცივო !
სანამდის სცოცხლობ იყივლე და არ იწივლო არწივო !

2 views
 
Коментари

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes