07.01.2013

 საკურორტო ქალაქში, ჩამოვიდა მდიდარი ტურისტი. შევიდა ერთ-ერთ პატარა, კერძო სასტუმროში, დაუტოვა სასტუმროს მმართველს 100$-იანი კუპიურა გირაოდ და ავიდა ნომრების დასათვარიელებლად. სასტუმროს მეპატრონემ, დასტაცა 100$-იან კუპიურას ხელი და გაიქცა, ადგილობრივ ყასაბთან ვალის გასასტუმრებლად. ყასაბმა გამოართვა სასტუმროს მეპატრონეს ფული და გაიქცა ფერმერთან ხორცის ვალის დასაბრუნებლად. ფერმერმა, მომენტალურად სანტექნიკოსს დაუბრუნა ვალი. სანტექნიკოსი ადგილობრივ მაღაზიაში შევიდა და პროდუქტების ვალი გადაიხადა. მაღაზიის პატრონი იმ გოგონასთან გაიქცა, რომელიც "კრიზისის" გამო ვალზე ემსახურებოდა მას.... გოგონა გარბის სასტუმროს მეპატრონესთან და უბრუნებს ოთახების ვალს, რომელიც მან ცოტახნის წინ ვალად დაიქირავა თავისი კლიენტებისათვის. ზუსტად ამ მომენტში უკან ბრუნდება მდიდარი ტურისტი და სასტუმროს მეპატრონეს ეუბნება, რომ ვერ ნახა თავის მოსაწონი ოთახი ამ სასტუმროში, უკან ართმევს თავის გირაოდ დატოვებულ 100$-იან კუპიურას და მიდის თავის გზაზე. აი ასე... არავის არაფერი არ მიუღია, მაგრამ უკვე მთელი ქალაქი ვალის გარეშე ცხოვრობს

68 views
 
Коментари

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes