02.08.2012

სიკვდილი არა არის რა მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი,მე ისევ მე ვარშენ ისევ შენ ხარ,რაც ვიყავით ერთმანეთისთვის ისევ ისა ვართ საუკუნოდ,ისევ ისე მომმართე როგორც ყოველთის მოგიმართავს,ისევ ისე ,მესაუბრე როგორც ყოველთვის გვისაუბრია,ნუ დამელაპარაკები სხვა კილოთი,ნუ მიიღებ სამგლოვიარო,მწუხარე იერს,გაიცინეე რაზეც გვეცინებოდა,ილოცე,გაიღიმე,იფიქრე ჩემზე,ჩემთან ერთად ილოცე,ჩემი სახელი ისევ ისე წარმოითქვაას როგორც ყოველთვის წარმოითქმებოდა,ყოველგვარი ზეაწეულობის,ყოველგვარი ნაღველის გარეშე.სიცოცხლე იმასვე ნიშნავს,რასაც მუდამ ნიშნავდა,იგი ისევ ის არის რაც იყო ძაფი არ გამწყდარა,რატომ გგონივარ შენს ფიქრებს გარეთ?იმიტომ რომ შენს თვალსაწიერს გარეთ ვარ?მე შორს არა ვარ,ზუსტად გზის გადაღმა ვარ,ხომ ხედავ ყველაფერი კარგად არის,ნუ ტირი თუ მართლა გიყვარვარ,თუ მართლა იცი რა არის ღვთის მადლი და სასუფეველი,თუ ძალგიძს გაიგონო ანგელოზთა გალობა და ანგელოზებს შორის დამინახო,თუ ძალგიძს დაინახო გადაცდილი თვალსაწიერი,საუკუნო სამყოფელი,ახალი ბილიკი,რომელსაც ვადგავარ,თუ წამითძალგიძს ჩემსავით უჭვრიტო მშვენიერებას,რომლის წინაშეც ყველა სილამაზე ფერმკრთალდება.როგორ თუკი საწუთროში,აჩრდილთა საუფლოში მხედავდი და გიყვარდი წარუვალ სიცხადეთა საუფლოში ვეღარ უნდა მხედავდე და გიყვარდე?გწამდეს,როცა სიკვდილი შენც აგყრის ბორკილებს,როგორც მე ამყარა,როცა ერთ დღეს, მხოლოდ ღვთისთვის ცნობილ და ღვთისაგან დადგენილ დღეს შენი სულიც საუფლოში შევა,სადაც ჩემმა სულმა შეგასწრო,იმ დგეს შენ კვლავ შეხვდები მას ვისაც უყვარდი და ისევ ისე უყვარხარ,კვლავ ჰპოვებ მის გულს, და იმ გულში კვლავ იმავე გრძნობას იპოვი ოღონდ უფრო განწმენდილს.შეიშრე ცრემლი და ნუ ტირი თუ მართლა გიყვარვარ...

17 views
 
Коментари

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes