Tedd's blog

Tedd
65, Tbilisi, Грузија







დიახ–დიახ, წეროებზე არ ცდები!
რაც შეეხება ნამგალა ვეშაპს მას ტვინის მასისა და საერთო მასის შეფარდება დელფინზე უკეთესი აქვს, ხოლო დელფინს – ჩვენზე:(
სულ ცოტა ხნის წინ იყო 'დისკავერზე' გადმოცემა 30 წლიანი კვლევის შედეგების შესახებ – თუ რაში სჭირდება ნამგალა ვეშაპს ასე დიდი ზომის და უაღრესაად რთული ტვინი. აღმოჩნდა, რომ მთელი სიცოცხლის მანძილზე არცერთი ნამგალა არ გადის უახლოეს ნათესავთა და ნაცნობთა წრიდან. ის ყოველ სხვა ნამგალას პირადად(!) იცნობს. თავისი ჯიშის წარმომადგენლებთან არავითარი კონტაქტი არ აქვს, თუნდაც მთელი ცხოვრება ერთ ყურეში გაატარონ გვერდიგვერდ. მათთან მატრიარქატია. ყველა ახალ ნამგალას მათ მხოლოდ დედა აცნობს. დაფიქსირდა რამოდენიმე შენთხვევა დედის ტრაგიკული დაღუპვისა, რის შემდეგაც შვილებს დიდი ხანი აღარ…


წვიმის მოახლოვებას იმით გრძნობ, რომ ხმების აღქმა იცვლება. ისინი სხვაგვარად ისმის, რადგან ატმოსფეროს ტენიანობა გაიზარდა. და აი მოასკდა კოკისპირული წვიმაც. მოიტანა უკითხავი და უტიფარი ცივი შხაპი. მოსიარულეები, ქუჩები და შენობები ბურუსისმაგვარ ნახევრად მჭვირვალ ორთქლში გაეხვივნენ. შენში მარტოობისა და მიუსაფრობის ანაზდა გრძნობამ დაიბუდა. ჩადიხარ იქ, მიწისპირა სართულზე, წყნარ და ჩუმ დარბაზში. მიუჯდები მაგიდას და ცდილობ გამოერკვე. პიანისტის გრძელი, სწრაფი და საოცრად მოქნილი თითები დაჰქრიან კლავიატურაზე. აი საქსმაც მძიმედ და უიმედოდ შემოგტირა. და შენი არსება ახმიანდა გაწყვეტამდე დაჭიმული სიმივით. და თითქოს ვიღაც შეეხო შენს სულს ნაზი და მთრთოლვარე თითებით.
ითხოვ წითელ მშრალ ღვინოს – საფერავი, რიოხა, ბაროლო – რა მნიშვნელობა აქვს! დროზე მომიტანეთ!
მოსვამ…



'...ხორბალი რაღაც უფრო მეტია, ვიდრე ხორციელი საკვები. ადამიანის კვება იგივე არაა, რაც საქონლისა. პური მრავალ დანიშნულებას ასრულებს. პური იქცა ხალხის გაერთიანების საშუალებად, რადგან ადამიანები მას ტეხენ საერთო ტრაპეზის დროს. პური იქცა ჩვენთვის შრომის სიდიადის სიმბოლოდ, რადგან ის შრომითა და ოფლით მოიპოვება. პური ჩვენთვის იქცა თანაგრძნობის განუყრელ თანამგზავრად, რადგან მას ძნელბედობის ჟამს არიგებენ. გაზიარებული პურის გემოს ვერაფერი შეედრება...'

'...დამარცხება...გამარჯვება...მე ცუდად ვერკვევი ამ ფორმულებში. არის გამარჯვება, რომელიც აღმაფრენით გავსებს, არის სხვაც, რომლებიც გამცირებს. ერთ დამარცხებას დაღუპვა მოაქვს, მეორე – სიცოცხლისაკენ გიბიძგებს. სიცოცხლე ვლინდება არა მდგომარეობაში ,არამედ ქმედებაში. ერთადერთი გამარჯვება, რომელიც ჩემში ეჭვს არ იწვევს, ესაა გამარჯვება ჩადებული მარცვლის ძალაში. შავ მიწაში ჩაგდებულმა მარცვალმა…


← previous 1 2 3 4 5 next
Blog
Blogs are being updated every 5 minutes