Ta Mo's blog

Ta Mo
34, Tbilisi, Грузија

- კარგად ვარ... შენ როგორ ხარ?

იცი?.... მომენატრე,
--მეც შენთან ნიავს
ვატანდი შენზე ნატვრებს,
- ჩემთან დრო ძალიან
ნელა მიდიოდა,
-- მე კი უშენოდ
გული მიმდიოდა.
- სიზმარში გხედავდი...
კოცნას ვერ ვბედავდი,
-- შენ კი ცაზე ვარსკვლავების
ფონად ელავდი,
- რა ძნელი ყოფილა
ცხოვრება უშენოდ,
-- იცი?... მეც მომბეზრდა,
უთქმელად..... უენოდ!.....
- მე უკვე დამავიწყდა
თუ რა არის სიხარული,
-- მას შემდეგ არც მე არ
ვყოფილვარ მხიარული,
- როგორ მომენატრე
ნეტა იცოდე,
-- გახსოვს შენ ჩემი...
სუნთქვა რომ გიწოდე?
- გახსოვს ვარდები...
ეკლებში კრებული?
-- მე მახსოვს თვალები.....
შეყვარებული.....
- მინდა ჩაგეხუტო,
გულში მაკლიხარ,
-- შენ კი ჩემი სულის
სამყაროს აკლიხარ.
- უშენოდ ცხოვრებამ
აზრი დაკარგა....
-- დამპირდი რომ აღარასდროს
აღარ დამკარგავ....
- მოდი ყველაფერი
დავიწყოთ თავიდან,
-- მე უშენობას...
ვეღარ გადავიტან!
-…


ცუდი ხასიათის ადამიანები – ჩემი უხასიათობაც მყოფნის,
სიზმრის რაინდებზე დანიშნული,
უაზროდ შეყვარებული ქალები,
რომანის გმირების ასლები,
გამორჩენის მიზნით გაჩენილი რომანტიკოსები,

ალერსით დაღლილი წყვილები,
უმისამართო ღიმილი,
არამიწიერი სინაზე,
კოცნამდე ახსნილი სიყვარული.
სტუმრებისთვის დადგმული საქორწინო ცერემონიალი,
ძალიან საქმიანი, დაკავებული, “მეჩქარება ადამიანები”,
ყვავილების ჩვეულებრივი თვალებით გამყიდველები,
საკუთარი შემოქმედებით აღფრთოვანებული შემოქმედები,
უაზროდ ბედნიერები,
სხვისი პირჯვრის წერის დროს გახსენებული რწმენა,
მთელი სიცოცხლის მანძილზე არცერთხელღამეგანათენები ადამიანი.
მკერდდაკოცნილი ქალწულები,
უშრომლად მდიდრები,
ამპარტავანი თავმდაბლები,
ყველაფრის უფლებად აღქმული თავისუფლება,
სუფრაზე აცრემლებული პატრიოტები,
მარტოსულები ჩემი ჩათვლით,
ძალის მოყვარული ცოლები,
მორალის მქადაგებელი შინაბერები,
მტერის მტერთან ძმადნაფიცები,
ფულით აშენებული მზეთუნახავების სასახლეები,
ზარმაცი მეოცნებენი,
უშეცდომო სიყვარული,
ზამთრის სითბო,
ზაფხულის სიცივე,
წინასწარ გათვლილი დღეების განრიგი,
მშობლების მიერ შერჩეული შვილების მომავალი,
ლხინის მეგობრები,
სუფთად დაწერილი ლექსი,
ფხიზლად დატოვებული ქართული სუფრა.
განათლებული კაცის მტვრიანი ბიბლიოთეკა,
კომპლიმენტის მომლოდნე ლამაზი ქალი,
სიმშვიდის მოყვარული პოეტი,
მტირალა მასხარა,
საფლავში ჩაყოლილი ჭირისუფალი,
ლამაზი კაცი,
ომის არმნახველი სახელწიფო,
საკუთარ ნაკლოვანებებზე თვალდახუჭული ოსტორია,
თამაშით დაღლილი მსახიობი,
ორიგინალობისთვის…


04.10.2012


ჩემო გოგონა,

ახლა ღამეა. შობა ღამე. ჩემს პატარა ციხესიმაგრეში ყველა უაბჯრო მეციხოვნემ ძილს მისცა თავი. სძინავს შენს და-ძმას. დედაშენსაც კი ჩაეძინა.
შენ ისე შორს ხარ ჩემგან... მაგრამ დაე, თვალისჩინი წამერთვას, თუ ახლაც, ამ წუთს, შენს სურათს არ ვუმზერდე. ის აქ არის, მაგიდაზე, ჩემს გულთან ახლოს.შენ კი სადა ხარ? შორს, ზღაპრულ პარიზში. ელისეს მინდვრების თეატრში. დიდებულ სცენაზე ცეკვავ.

ხომ კარგად ვიცი ეს, მაგრამ მაინც, წყნარი ღამის მდუმარებაში თითქოს ცხადად ჩამესმის შენი ნაბიჯების ხმა. ვხედავ შენს თვალებს, ზამთრის ცაზე გაბნეული ვარსკვლავებივით რომ კიაფობენ. ვიცი, ამ ლამაზ სპექტაკლში ხანისგან დატყვევებული სპარსელი მზეთუნახავის როლს ასრულებ.იყავი მზეთუნახავი და იცეკვე. იყავი ვარსკვლავი და იკაშკაშე.

მაგრამ თუკი მაყურებლის მადლობამ და აღტაცებამ…


Blog
Blogs are being updated every 5 minutes