kineza's blog

kineza
32, Tbilisi, Грузија

ჩვენ ვართ barca ს ფანეებიი
თქვენ ყველა ხართ ბანძეებიი,
ჩვენ ფეხბურთის ღმერთეებიი
მოედანზე ვერთდეებიით.

მეკარე გვყავს მაღაალიი
არ ყავს ქვეყნად ბადაალიი,
კარში გოლს არ ვუუშვეებთ
და მეტოქეს ვუურხეევთ.

ჩვენ გვყავს კიდევ ფააბრეეც
ყველა მასზე ვააფრეენთ,
ჩვენ გვყავს კიდევ მეესიი
შეგაჭამეთ ნეესვიი.

ჩვენ ბალახზე ვდგეებიით
რომ გერხევათ ხვდეებიით,
მაგრები ხართ ეენიით
კარში გოლებს გტეენიით.

ბარსელონას გუნდი ვაართ
თამაშში არ გინდიივაართ,
გეშინოდეთ ყვეელაას
თორემ ითხოვთ შვეელაას.

ჩვენ მგლები ვართ თამააშშიი
დაგვეთანხმეთ ამააშიი,
მგლურ ცხოვრებას ავიიტაანთ
კიდევ ბევრ გოლს გავიიტაანთ.

ჩვენ არასდროს წავააგეებთ
ყველა პასუხს ვააგეებთ,
ნუ მოიკლავთ თაავსაა
viva viva baarcaa.


მინდა მოგიყვე ის რასაც ვფიქრობ,
მინდა ვიყვირო ოცნების გარდა,
ბევრი გიამბო არ დავიღალო,
ამჯერად გრძნობებს ავხადო ფარდა.

მინდა ცხოვრებას შევესისხლხორცო,
შიშით მაციებს, ვკანკალებ, ვკრთები,
მე ამ სიცოცხლეს მინდა შევეხო,
ამაო ფიქრებს შევასხა ფრთები.

როგორ გაგაცნო ჩემი აზრები,
მიჭირს გიამბო უბრალო ბგერით,
მინდა გაგაცნო ყველა ოცნება
და მოგიყვები ამ ლექსის ენით.

მინდა რომ მყავდეს გვერდით ისეთი,
მინდა შევივსო ის რაც მაკლია,
ჩემი რჩეული შენ ხარ ძვირფასო,
შენი ცოლობა ჩემთვის მადლია.

მხოლოდ შენ ერთს როგორ დაგჯერდე,
კიდევ მინდიხარ მრავალი ბევრი,
ორი ვაჟკაცი მთასავით მყარი,
რომ გამოვცალოთ ღვინითა ქვევრი.

მინდა ქალებიც ცასავით წმინდა,
პატიოსანი მშობლები ყავდნენ,
მინდა დედიკოს მწვანე თვალები,
ქალები უნდა დედიკოს…


ლექსი მინდა რომ დავწერო,
ძვირფასი ლექსი დავწერო,
ვიქურდო სიმტკიცე გიშრის,
ხმაურობს წვიმა და მიშლის.

ლექსად მინდა, რომ მოვქარგო,
სიტყვებით მინდა მოვხატო,
ამ ჩემი გულის მშთანთქმელი,
ლექსად აღმოვსთქვა სათქმელი.

ისეთი რამე შევთხზა რომ,
აზანზარებდეს სამყაროს,
ლექსად ნაწერი სიტყვებით,
ერთად რომ წვიმას მივყვებით.

ჩემზე მინდა რომ გიამბოთ,
მოვყვე ძილი თუ სიზმარი,
მაგრამ ეს ძილი არ არის,
მიჭირს თქმა ლექსად მთავარის.

ჩემი ტკივილი ეს არის,
ძალიან მტკივა, მტანჯავს,
ლექსით ვიყუჩებ, განვიცდი,
კიდევ ბევრს, ბევრს დავიცდი.

სიყვარულია დღეს ჩემი გმირი,
მკლავებით მიცავს თავგანწირული,
ჩემი სისუსტე ვახსენო მინდა,
ავღწერ, მაგრამ წვიმს დაა...


ძვირფასო ჩემო ნინიკო,
შენამდე ნეტავ ვინ იყო,
იყო და არა იყო რა,
მე სხვამა ვერა მიყო რა.

სად აღარა ვარ ნამყოფი,
ვერვის მოვწყვიტე ნაყოფი,
არას ქადდის სიტყვა ნული,
შენად მერგო სიყვარული.

დიდხანს გეძებე გეძიე,
რა ბედს აღარა ვეწიე,
ვერავინ ვნახე დამყოლი,
ჩემი ბილიკის გამყოლი.

სხვისი ქალების დევნაში,
ამდენი შენის ძებნაში,
შემომივლია სამყარო,
ფარხმალი რაღად დავყარო.

შენზედ ვიომებ ლაშქარში,
წვიმაში თოვლში ავდარში,
დაე გმირულად ვბრძოლობდე,
და შენ კი ჩემად ცოლობდე.


შეიძლება დღემდე შენ არ მიცნობდი,

ამაგს წევდი ჩემთვის და ეს იცოდი?

ქვეყანაზე არ არსებობს სიკეთე,

იმისთანა რაც შენ მე გამიკეთე.


მთელი
შენი ცხოვრება რომ მას მიაკუთვნე,

მისით ცოცხლობ, ეგ სიცოცხლეც მას დაუთმე,

21 წლის მანძილზე დღეისთვის ირჯებოდი,

წამებით და დიდი შრომით ისჯებოდი.


უშიშარმა
სიამაყით მძიმე ტვირთი აწიე,

ბევრს ცდილობდი, ბევრი შრომაც გაწიე,

ცხოვრებისგან დაჩაგრულს, მუდამ გული გწყდებოდა,

წინ იწევდი, იცოდი რომ მისი ბედი წყდებოდა.


რამდენჯერ
ძირს დაცემულს შეუმშრალე ცრემლები,

გაუღიმე, ჩაეხუტე და მოხვიე ხელები,

ცხოვრებაში გვერდით ედექ ფეხზე წამოაყენე,

გაიჭირვე, დაეხმარე, სწორ გზაზე დააყენე.

მაინც მიკვირს, ასე კარგი როგორ აღზარდე,

მეც ვიბრძოლებ და შენ რომ არ…


მე მინდა იყოს ჩემი დედიკოს ხსოვნის,
სულ მეშინია სხვა დედის თხოვნის,
ვერ ვხედავ მისსა თვალებს ბროლისას,
არასდროს მიგრძვნია მხნეობა ბრძოლისას.

მე მინდა იყოს ჩემი დედიკოს სახელი,
აღარ დავანთო საფლავზე ისევ სანთელი,
მინდა შევეხო ვუთხრა რომ მიყვარს,
ღმერთმა წამართვა და ზეცად იქ ყავს.

მე მინდა ჩამეხუტოს, ჩამიკრას თბილად,
მკლავებში მაძინებდეს უხმოდ და რბილად,
მიმღერდეს ძილის წინ მუდან ტკბილ ნანას,
არ მინდა ვიხსენებდე სიზმრებში ნანახს.

მე მინდა მავსებდეს ლოყებზე კოცნით,
ღმერთმა წამართვა მეც მკლავს ოცნებით,
დედი! უშენოდ ცხოვრებამ გამგლიჯა ფერები,
სიზმრად თუ ცხადად სულ შენ გეფერები.
რატომ მოგისწრაფა ღმერთმა შენ სიცოცხლე,
მე ხომ მთელი წლები უშენოდ ვიცოცხლე,
მენატრები, მიყვარხარ, მჭირდები დედი,
ეხ დედიკო, ალბათ ასეთი იყო ეს ჩემი ბედი.


ვიცოდი რომ გავიგებდი რისიც დღემდე მჯეროდა,
თვალში ბინდი მეკვრებოდა ყურში სქელი ფარდა,
ისეთი რამ გავიგონე რაც დღემდე არ მესმოდა,
იმისი ხმა გავიგონე რაც ჩემს ირგვლივ კვნესოდა.

ვცდილობდი რომ დავალება სიამაყით ამეღო,
ვიდრეკდი და მიზიდავდა რაც დღემდე აქ ყარდა,
ვუმზერდი და თვალს ვაპყრობდი მუდამ რაღაც გამეგო,
სიკეთე და სილამაზე სიცოცხლეში დამეგო.

იმას მივხვდი ის გავიგე რომ ცხოვრება მრგვალია,
ადგილიდან რომ ვიძვრები იმ ადგილსვე ვბრუნდები,
გეზი მივცე ჩემს მომავალს განა სხვისი ვალია?
სამართალზე ვიმეფო მე ეს მინდა ძალიან.

ის გავიგე რასაც დავთეს რომ ისვე ამოვა,
ჩემს ცხოვრებას აზრი მივცე სიცოცხლის,
მოთმინებით დაველოდო ვიწამო და მოვა,
რწმენით და სიყვარულით ყველაფერი გამოვა.


ჩემს მკერდში რომ ცეცხლი იყო სულში მაინც დარობდა,
ჯოჯოხეთის კარს მისული გული მუდამ ხარობდა,
სიტყვებით ვერ წარმოვსთქვამდი ისევ ლექსით ვამბობდი,
ცაზე დაკიდებული მუზას ჩემს თავს ვანდობდი.

როგორც ზღვაში გემი უშვებს ღუზას,
ისე ვწერდი მეც ქაღალდზე მუზას,
უნებურად მოვიდა და თავადვე დამტოვა,
ახლა კი როგორც ადრე ისევ ისე მარტო ვარ.

მე ლექსებში ვადარდებდი ჩემი გულის დარდებს,
რომ გავშლიდი დიდ წალკოტებს ვაყვავებდი ვარდებს,
კალმით მელანს ვასხურებდი კედლებზე თუ ჭერში,
ახლა ისევ მარტო ვარ რა მიჭირავს ხელში.

განძი მქონდა ისეთი რომ ყველა ტკივილს შველოდა,
თვალში ცრემლი გამშრობოდა სიხარული მშვენოდა,
ედემში რომ შევდიოდი ნარნარებდა ხეობა,
სულ დავკარგე ყველაფერი ხალისი თუ მხნეობა.

რა ვიყავი ადრე და რას შევცვლიდი ახლა,
სიცოცხლე თუ სიყვარული ყველაფერი მახლდა,
ბუნებამ და ღმერთის ძალამ მე მიბოძეს ნიჭი,
დღეს კი უკან…


შენ ხმა მოგესმა, მაგრამ გაიგე,
ტელეფონს დახედე მყისვე აიღე,
ფაქიზად მოკიდე ორივე ხელი,
მესიჯზე წერია ჩემი სახელი.

გახსენი მესიჯი და იქ წერია,
რომ სიყვარულით ბევრი ფერია,
მე კი შენ გეტყვი მხოლოდ ამ სიტყვას,
რომ მკითხველი ძალიან მიყვარს,

ახლა პასუხად არ ვიცი რა გაქვს,
შენი პასუხი მე გულით დამაქვს,
ჩემო სიცოცხლე მე მოვალ ადრე,
და ყურში გეტყვი, რომ მომენატრე.


მე სიხარულით დავიწყებ სმას,
დიდი ფიალით დავლოცავ მას,
ბევრს ვადღეგრძელებ ჩავიხრჩობ თავს,
რადგან სიყვარულით ის მაინც მკლავს.

ხალხს რაც უნდათ ყველამ ის თქვას,
მე კი მის გამო გავწურავ ქვას,
წვიმის ცრემლებით ავავსებ ზღვას,
ყველას შეგშურდეთ მე რომ ის მყავს.

ყანწი მესროლეთ მოვუხმო მას,
მან ამიხილა თვალები ბრმას,
მან შემასწავლა ბრძოლა მე ყრმას,
მასაც მოუსმინოთ იქნება თქვას.

ჩემზე იძახით ოხ რამდენს სვამს,
არ გეთანხმებით ბოროტს და ავს,
განა მე მინდა რომ ვავნო თავს,
ის ერთი მიყვარს ისიც მე მკლავს.

ღვინის სიმთვრალე სიყვარულს კეტავს,
ვეღარას ამბობს ვერაფერს ხედავს,
ისე ძლიერად ერთურთი გვიყვარს,
ამ სიყვარულზე უნდა ლეგენდა ითქვას.


← previous 1 2 3 4 5 ... 9 next
Blog
Blogs are being updated every 5 minutes