tiko04's blog

tiko04
37, Tbilisi, Грузија

03.11.2012


22.06.2015

დაკარგავ ადამიანს და თითქოს არაფერიო გაიფიქრებ, თითქოს ვის არ დაუკარგავსო, გაიღიმებ იტყვი ვერ დამაფასა წავიდა მეორე მოვაო,დაველოდები მარტო ხო არ დავრჩებიო, და თუ დავრჩები რა, ვინ არ დარჩენილაო?! იღიმები, იცინი, ერთობი და არაფერს არ იმჩნევ არადა ვინ იცის შინაგანად დანგრეული, განადგურებული გაჩანაგებული ხარ... განა ეს ვის ესმის შენ გარდა, ან იქნებ არც გინდა რომ გაიგონ... თვალზე ცრემლი მოგადგება მოიწმენდ და უძილობას დააბრალებ,უცებ მოიწყენ და იტყვი რავი ესე ვიცი ხოლმეო, არადა... არადა ვინ იცის რომ ის გაგახსენდა, ვინ იცის ის ერთადერთი რას წარმოადგენდა შენვის, ვინ იყო რას ნიშნავდა შეიძლება არაფერს მაგარმ შენთვის ის მთელი სამყარო იყო, შენი საკუთრება იყო, შენში იყო…


23.03.2012

არ გაიჯერო თითქოს მაკლიხარ,

არ დაიჯერო თითქოს გინატრე,

შენ ხომ ჩემთან ხარ დღისით და ღამით,

შენ ხომ ჩემში ხარ როგორც სინათლე.

ჩვენი სიშორე ვინ მოიგონა,

ან მარტოსულად როგორ ჩამთვალეს,

რად ვერ ამჩნევენ რომ მზესავით,

შენი თვალები დააქვს ჩემს თვალებს.

როგორ თქვეს ჩემზე ცხოვრობს ეულად,

და გულზე დარდებს იკრავს ღილივით,

გამკვირვებია რად ვერ შენიშნეს

ჩემს ბაგეებზე შენი ღიმილი.

უკვირთ აღმართზე მყარად რომ მივალ,

მე ხომ გეყრდნობი მხარზე გოლიათს,

გამკვირვებია როდესაც ვტირი

და ის ცრემლი მარტო ჩემი ჰგინიათ.

მე შენი სული მიმაქვს სხეულით,

მინდა ლაჟვარდის ფრთებზე გარწიო,

და უკვდავებას თუ ვერ ვუბიძებ,

ლექსებად მაინც გადავაქციო......


მე შენ მიყვარხარ
როცა წვიმს, მაშინ,
როცა წვეთები ალბობენ მიწას,
და ირგვლივ ქარი გაავებული
კარსა და ფანჯრებს ვერ უხსნის კრიჭას...
მე შენ მიყვარხარ,
როცა თოვს მაშინ,
ირგვლივ იმდენი თეთრი ნისლია,
და მე მივდივარ ღიმილით იქაც,
სადაც ვერ მცნობენ, ან არ მიცდიან...
მე შენ მიყვარხარ,
ხვატში, გვალვაში,
როცა წყალს ითხოვს
ჩვენი ვერხვები,
როცა მეხები ყურთან ჩურჩულით
და მაშინაც კი თუ ვერ მეხები...
მე შენ მიყვარხარ,
მთაში და ბარად,მდინარესთან და
ზღვასთან ტალღებად,
ღირდა ყოველი წამი და წუთი
ამ სამსხვერპლოზე წლების გაღებად...
მე შენ მიყვარხარ,
როცა ვიღვიძებ,ვიძინებ, როცა
ღამეს ვნებდები,
არ მენაღვლება, რომ გადის დრო და
რა მენაღვლება, თუკი ვბერდები?!
მე შენ მიყვარხარ,
ისე და ასე,უსათაუროდ ურითმოდ ლექსში,
მე შეგისუნთქე ძალიან ღრმად და
დაგტოვე ასე ძვირფასად ჩემში...
და ყოველ სიტყვას,ღიმილს,სიგიჟეს
ჩემი ფიქრების სხვენზე ვინახავ,
აჰა, ეს ლექსი და იცი უკვე
მე შენ მიყვარხარ!...
მე შენ მიყვარხარ...




– მაგარი ქაფქაფა ყავა, რომელიც მთელი ღამე დაძინების საშუალებას არ გაძლევს.
– სავაჭრო აგენტი, რომლის ერთი სიტყვაც არ უნდა დაიჯერო.
– კომპიუტერი, რომელსაც ყოველთვის პრობლემები აქვს მეხსიერებასთან.
– ასტროლოგი, რომელი ყოველთვის გარიგებს როგორ მოიქცე და ყოველთვის ცდება.
– სახელმწიფო მოხელე, რომლესაც მუდამ საქმე აქვს.
– ექიმი, რადგან ვერ გაიგებ რას ლაპარაკობს.
– წამალი, რომელიც საკმაოდ მწარეა, მაგრამ მის გარეშეც არ შეიძლება.
– ადვოკატი, რომელიც რაშიც არ უნდა დაადანაშაულო, ყოველთვის გაიმართლებს თავს.
– დელფინი, როგორც ამბობენ დელფინები ჭკვიანები არიან, მაგრამ ეს ჯერ არავის დაუმტკიცებია.



07.03.2012

თუ გიყვარს, რას უცდი შეჰკარი კამარა,
სიგიჟე გეწვია, ახარე სამყაროს.
მთის წვერზე შემოდექ, იყვირე, აბა რა!
რომ თავად განგებამ წყალობით გახაროს.

უყვარხარ? მეცხრე ცას შეეხე ხელებით,
წამი, რომ წამია, სიცოცხლედ გაწელე,
მინდვრები მოხატე შეშლილი ფერებით,
მზის სხივით ზეცაზე "მიყვარხარ" დაწერე.

თუ გიყვარს ტაძართან უბრად ნუ ჩაივლი,
მადლობდე, მუხლებზე დაუდექ ზეციერს,
ცრემლიან სავალსაც იოლად გაივლი
და ყოველ ალიონს ღიმილით ეწვიე.

გახსოვდეს, სიყვარულს სჭირდება იმედი,
იმ გზებით იარე, ტაძარში რომ მიყავს,
სითბო და ღიმილი არ კმარა მცირედი,
სამყაროს გაათბობ, ნამდვილად თუ გიყვარს.

თუ სატრფოს თვალებში მთელი ცა ეტევა,
და შენზე ჭორაობს ნუში და მზეწვია,
თუ მკერდში პატარა გული არ გეტევა,
მეცხრე ცას შეეხე სიგიჟე გეწვია...


01.03.2012

გაზაფხულის მონატრება მომეძალა,
სიყვარული, ცრემლიანი თვალები,
მორთმეული ყვავილები მომენატრა,
წარსული და ის ლამაზი წამები.

ის ნიავი, ტირიფები მომენატრა,
იები და თეთრი... თეთრი ვარდები,
ლექსით სავსე მოგონება მომენატრა
ის ლამაზი სინამდვილის ზღაპრები.

მომენატრა ის წარსული გაზაფხული,
ცრემლით, მზით და ლურჯი იის ფერებით,
დავბრუნდები ტირიფების ხეივანში,
ოცნებაში ისევ მოგეფერები...


29.02.2012

ტირი?

_ჰო, ვტირი...
_მერედა რატომ?_ეს მკითხა ქარმა დარჩენილს მარტოდ.
_გიყვარს?
_ჰო, მიყვარს...
_რამ შეგაყვარა_ დამძახის ქარი, მე უფრო მეტად მომაწვა დარდი... ქარი კი
ქროდა დღისით და ღამით, და მეკითხება:
_რად გიყვარს მაინც? თუ მიგატოვა და გიღალატა ის სიყვარულის რაღა ღირსია?
_დამნაშავეა, მაგრამ რა ვუყო, რომ ჩემი გული მხოლოდ მისია...
_პატარა ქალო ნუ გადამრიე აღარ უყვარხარ ის ხომ სხვისია.
_გაჩუმდი ქარო, ნუ ვეყვარები, არ დავუჩოქებ ნება მისია. მაგრამ სიყვარულს
და წმინდა გრძნობებს არავის ვაძლევ სესხად, ნისიად...
უკვე დაბნელდა და სიჩუმეში, ისე გაისმა ქარის ზუზუნი, მტვრის კორიანტელს
ცაში ახვევდა, მოჰქონდა ჩემთან ხეთა ჩურჩული:
_მარტო ის გიყვარს?_…


07.04.2012

სულ მელანდები და ვერ ვხვდები

რა მემართება,
რად ამედევნა აჩრდილივით
შენზე ფიქრები...
იქნებ ღიმილი, მწველი მზერა,
ხმა მენატრება,
ალბათ მჭირდები, უსაშველოდ,
ძლიერ მჭირდები!
ციურ ფერებში დავინახე შენი
ხატება,
მსურდა ოცნებით ღრუბლებს
ზევით გამოვყოლოდი...
ჩვენს სურვილებში ვერ ვიპოვე
რამე მსგავსება
და აქ, მიწაზე უიმედოდ, მაინც
გელოდი...
დრო გადიოდა, მე გელოდი, ისევ
გელოდი,
დღეთა დინებამ ვერ წაშალა
ძველი ფიქრები...
როგორ მინდოდა წუთით მაინც
გვერდზე მყოლოდი...
მჭირდები კარგო, ტკივილამდე,
ძლიერ მჭირდები!



15.12.2012

შენი ბედნიერება რომ გავიგო თვალზე უნებურად ცრემლი მომადგება და გული საშინლად დამწყდება, მაგრამ მაინც გავიღიმებ ისევ შენი ბევდნიერებისთვის და გეტყვი რომ გილოცავ. შენც შეიფერებ და მადლობას მომიხდი... მერე მე წავალ და ვიტირებ ძალიან ბევრს... ვიტირებ შენს ბედნიერებას, რადგან ერთ დროს ის ჩემიც უნდა ყოფილიყო... არა და ვიცი ერთ დროს შენთვის რაღაცას წარმოვადგენდი.. მე საკუთარ თავზე გამოვცადე ამ ცხოვრების
დაუნდობლობა და ვერ გავუმკლავდი სათანადოდ..ამ ცხოვრების მათხოვრად ვიქეცი და არ ვიცი ბოლოს რა მელოდება... უბრალოდ მივყვები მის დინებას რადგან ვიცი სხვა გზა არ დამრჩენია... უშენოდ ეს სამყარო გამიუცხოვდა და ისევ ვცდილობ ბავშვობას მოვებღაუჭო, იქნებ ცისარტყელამ გამოანათოს და მეც, შენს სიყვარულს დანატრებული გოგო, გამაბედნიეროს...


← previous 1 2 3 next
Blog
Blogs are being updated every 5 minutes