გავიდა დრო და თითქოს არაფერს უკვე აღარ გთხოვ,
მხოლოდ ფარულად, გულში ჩუმად გინატრებ ხოლმე,
ამ საიდუმლოს ჩემს საკუთარ ფიქრებს არ ვანდობ,
ჩემ თავს დავპირდი, ამას არასდროს გავიმეორებ.
გავიდა დრო და მიგვავიწყდა თითქოს წარსული,
თუმცა მე ისევ კარგად მახსოვს რაც უკვე იყო,
მაინც შემომრჩა გრძნობა გულში გადამალული,
პატარა გრძნობა, რომელიც მაინც დიდ ადგილს ითხოვს.
Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!