................
43, Tbilisi, Georgia

მივყვები გზას და აღარ მექცა სასრული ბოლოდ,
აღარც მეღირსა დასვენება შორი გზისაგან...
მცირე ხანს სადმე თუ შევჩერდი, ეს მესმის მხოლოდ:
შორს წამოსულხარ ახლა შენი მეგობრისაგან.

ცხენიც კი მძიმედ ფეხს მიითრევს შორეულ გზაზე,
მხედრის წუხილმა თითქოს მასაც ხელი დარია,
თითქოს ისიც გრძნობს, რომ მარტო ვარ ამქვეყანაზე
და შორს ვინც დარჩა, ჩემი კარგი მეგობარია.

საბრალო პირუტყვს აღარც დეზის შემოკვრა შველის
და თუ გაწყრომით ავუჩქარებ ნაბიჯს როგორღაც,
დაიკვნესებს და თითქოს ამით დანდობას ელის,
მე კი ვკვნესივარ უგზოდაც და უმეგობროდაც.

გზადმიმავალმა ეს ფიქრიღა დავიმარტოვე:
წინ სევდა ჩანს და სიხარული უკან დავტოვე.

5 skatījumu
 
komentāri

Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes