ჩემი და შენი
ერთად ყოფნა გარდუვალია,
შენ ხარ,
რადგანაც მე ვარსებობ..
ანდა-პირიქით.
ამ მაღალ ღამეს
ციკლოპივით ერთი თვალი აქვს,
მის შუქზე ბრწყინავს
და სიმივით წივის ბილიკი.
ჩვენ ერთმანეთის გადუხდელი ძველი ვალი გვაქვს.
ჩვენ ერთმანეთი
ჯერ ვერაფრით შემოვირიგეთ.
და მაინც:
ჩვენი ერთად ყოფნა გარდუვალია,
მე ვარ,
რადგანაც შენ არსებობ...
ანდა-პირიქით....
Ei ole kommentteja vielä.
Jätä kommenttisi, aloita keskustelu!