ქალის ოცნებისფერი ნაამბობი ...
55, Tbilisi, Gruzja

მინდა შენთან ერთად გაუთავებლად ლაქლაქი, ძველმანების ბაზრობაზე ბოდიალი, შენთვის სიმღერა, შენი გაღვიძება, როცა ხვრინავ. მოწევისთვის თავის დანებება, ხალხის თვალიერება, მოწყენა, გაბუტვა, ჭირვეულობა, სიცილი... მინდა, ჩემს დაკრულზე გაცეკვო, სუპერმარკეტებში უზარმაზარი ურიკები გავავსოთ, გადავღებოთ ჭერი, შევკეროთ ფარდები, შეგაჭრა თმა, საათობით ვისხდეთ მაგიდასთან ჭკვიან ხალხთან ერთად და ვიმსჯელოთ საინტერესო თემებზე (როგრც დღეს:)), მეასედ ვუყუროთ ძველ ფილმებს, ყოველ წუთს გირეკავდე ტელეფონზე, გლანძღავდე, ვისწავლო ქსოვა, შარფი მოგიქსოვო და მერე დავშალო, შევიფაროთ უპატრონო კატები, ძაღლები, თუთიყუშები, სპილოები, გავიშოტოთ ჰამაკში და გადავიკითხოთ ბებიაჩემისდროინდელი ანეკდოტები, ვიყალთაბანდოთ, ვისწავლო უთოს ხმარება, მერე ეს უთო მოვისროლო ფანჯრდან, დავთვრე, გითხრა ყველაფერი, რასაც ვფიქრობ, მერე გამახსენდეს, რომ ყველაფრის თქმა არ შეიძლება, ხელი გამოგიწოდო, შევაკეთოთ გადაგდებული უთო, დაგვავიწყდეს ჩემოდნები, გკითხო, ისევ გიყვარვარ თუ არა, ვიკამათო მეზობელთან, მოგიყვე ჩემს ბავშვობაზე, ინის სურნელზე და ამბრის ბურთულებზე, მოვამზადო ყიყლიყოები და ეტიკეტები დავაკრა მურაბის ქილებს..

Liczba odwiedzin: 146
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut