ამ დროს არაფერი არ მოძრაობს...
58, Tbilisi, Gruzja


ძალიან ხშირად ვსტუმრობ მიტოვებულ, უკვე გაყამირებულ საფლავებს. მოვძებნი ცოტა შემაღლებულ ადგილს, სადაც შემიძლია ჩამოვჯდე და განვმარტოვდე ფიქრთან. ხშირად მგონია, ვზივარ უზარმაზარ დარბაზში მარტო, სრულიად მარტო და თავდავიწყებით ვუსმენ საფლავების მუსიკას - შექმნილს მხოლოდ ერთი მსმენელისათვის და, რომელსაც მხოლოდ მე შემიძლია მოვუსმინო, რადგან საოცრად ეხმიანება მდგომარეობას ჩემი სულისას...
ეს მუსიკა საფლავების მუსიკაა,უკიდურესობამდე მისტიური. ეს ის ხმაა,რომელიც დიდი ხანია, ჩემში სახლობს და მხოლოდ აქ, სასაფლაოზე, ამ ხავსმოდებულ ლოდებს შეუძლიათ ამ ღვთაებრივი მუსიკის შესრულება. შეუძლიათ ჩემთვის დაუკრან ისე, რომ ხელი არ შეუშალონ სამაროვანთა მდუმარებას.
ამ დროს არაფერი არ მოძრაობს. ნიავიც კი ანელებს სუნთქვას, მდინარეები ანელებენ ბორგვას, სამყაროც სდუმს და გარინდებული - ჩემსავით უსმენს ამ ღვთაებრივ მელოდიებს.
ვისმენ მთვარისა და საფლავების კამერულ კონცერტს, შემაძრწუნებელ, მისტიურ მუსიკას.

ტარიელ ხარხელაური

Liczba odwiedzin: 15
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut