Właściciel bloga: milordi1

milordi1
50, Tbilisi, Gruzja

10.12.2012

ხედავ?
როგორ მოიღრუბლა ცა უშენოდ...
გაწვიმდება,
მერამდენედ დავრჩი მარტო...
სველ ქვიშაზე ოცნებები დავაშენე...
უშენოდ და მაინც გნატრობ...
ხედავ?
როგორ მოწყენილა ცაზე მთვარე...
უშენობით ნაავადარს,
რაღაც სტკივა...
მე სიცოცხლე შენს გარეშე დავამთავრე...
და უგონოდ სადღაც ვგდივარ...
ხედავ?
როგორ დაეკიდა ცას ვარსკვლავი...
აღარც მოსწყდა,
ველოდები უკვე დიდხანს...
მე უშენოდ ამერია. გზა და კვალი...
ნუთუ დღემდე, ეს არ მითქვამს?
ხედავ?
როგორ მოენატრე გულს და თვალებს...
დავიღალე,
უსასრულო ცაში ცქერით...
ვიცი,
წლები შენს გარეშე მითვალთვალებს...
შენ არ ხარ და მაინც გელი...
ხედავ?
როგორ მენატრება მარტის სუნთქვა...
მზე და მთვარე
მელანდება მთელი ღამე...
ყოველ დილას გაღვიძება შენთან მსურდა...
მე, უშენოდ დავიღალე...
ხედავ?
როგორ როგორ აყვავილდა…


10.12.2012

იცი?ლოდინი რა ძნელია?....
როცა სიმარტოვეს ებრძვი,
ნახე....რამდენი ვარსკვლავია
მე კი მენატრება ერთი!
იცი? უშენობა რა ძნელია?!
ამ დროს ლექსის წერა მშველის
ირგვლივ იმდენის თვალებია,
მე კი მენატრება ერთის!
იცი? კარგად ყოფნა რა ძნელია?
ალბათ უშენობა შემშლის,
ირგვლივ იმდენის ღიმილია....
მე კი მენატრება შენი!
იცი? სიყვარული რა ძნელია?....
როცა გულში იკლავ შენთვის,
ფუჭი ოცნებებიც დამღლელია
როცა ვეღარაფერს შეცვლი!
ხედავ?.... ეს გული რა წრფელია?!
როცა შენზე წერს და გეტყვი....
ირგვლივ იმდენის თვალებია და
მაინც მენატრება შენი


იცი? იცი როგორი ხარ? თბილი და უცნაური, აი ისეთი, რომ დაინახავ და ყველა ნერვი აგიჩქარდება, ვღელავ როცა გიყურებ. არადა როგორი მშვიდი ხარ შენ! გამიღიმე რაა, ცოტა სითბო გამიყავი, ცოტა სიყვარული, ცოტა შენზე ოცნება, ცოტა მზის სხივი და ცოტაც თოვლი მინდა შენგან. მე რას გაჩუქებ? ათას ლექსს, ათას სიტყვას, ჩემს გულს, სულს და ჩემს თავს გაჩუქებ. სამყარო გინდა? შენი იყოს ჩემი სამყაროც, ოღონდ სულ ცოტა ღიმილი გამიყავი, გამინათე ცხოვრების გზა შენი ფერებით. იცი? იცი რას ვგრძნობ, როცა გხედავ? სამყარო ჩემი მგონია, მგონია რომ არ მეყოფა დედამიწა, არც ცა მეყოფა თუ შენ იქნები ჩემს გვერდით. როცა იღიმი, სწორედ მაშინ ვხდები ყველაზე სუსტი,…


09.12.2012

მოვალ ,ნარცისებად გაზაფხულზე თეთრით შეგერევი დარდიანო... მოვალ მზის სხივებად ყოველ დილით ყოველ ცისმარეს და ადრიანო... მოვალ კვარაკუნჩხად ღობის ძირში მარტის არეული თვეებიდან... წყაროდ წამოსვლასაც შევეცდები შენ რომ ამომცალო ხელებიდან... მოვალ წვიმის ათას წვეთებში და თმებში გაგებნევი ღიღინებით


შენზე ოცნებებში ფიქრი დამიღლია,

ისე შემიყვარდი ვერც კი გამიგია,

როგორ მენატრები სხვებმა არ იციან ,

რომ უშენობით გული დაილია,

შენზე ოცნებაში უკვე მერამდენედ

თეთრად უსასრულო ღამე გაილია,

გიცქერ თვალებში და ძლიერ მენატრები,

შენი სიყვარული სულში ამინთია.


25.10.2012

ისევ ეცემა ფანჯრის მინას წვიმის წვეთები,
ისევ იწვიმა, იწვიმა და კვლავაც დარია,
გულმაც იტირა, იტირა და წვიმის წვეთივით
დაპატარავდა კიდევ უფრო მასზე ძალიან.
ცასაც გული აქვს, ისიც ტირის, ისიც განიცდის
და არ უხდება მარტოობა ღრუბელს ხალიანს,
რომ შემეკითხონ: რას ინატრებდი ყველაზე მეტად?
- მზეს ვინატრებდი, სიცოცხლეს და... შენს თავს ძალიან..


25.10.2012

მე ის სევდიანი წამიც

მიყვარს,
ლამაზ ბავშვობას რომ
მომაგონებს,
მინდა ერთი ლექსი
დაგიტოვო
და დღეს ჩემი თავი
მოგაგონდეს.
თუ რა ძლიერია ჩემი
გრძნობა,
როგორ გამაწამა
სიმარტოვემ,
ისევ უშენობის სევდა
მოაქვთ
ხეებს,რომლებიც ჩვენ
მივატოვეთ.
ო,რა მონდომებით
ვამზადებდი
შენთვის ფერად–ფერად
მისალოცებს
ნეტა მაშინდელი
სიხარული
შენში ვარსკვლავივით
კიაფობდეს.
ახლაც ისევ ისე
მენატრები
და არც მიეცემი
დავიწყებას,
მარტო ეს ლექსები
წაიკითხე
და არ დამჭირდება
დაფიცება.
ვიცი ახლა სულ სხვას
ეფერები,
არც მე დამკლებია
სიყვარული,
მაგრამ არასოდეს
მომასვენებს,
შენთან განშორების
სინანული.
შენი მონატრება
ტკივილია,
თურმე ასე არვინ
მყვარებია
ჩემი ნაღველიც და
სიხარულიც
შენი გახსენების წამებია.


ამ ქვეყნად ჩემი ხმა რომ, მიწყდება გზას გავინათებ უკუნ ღამეში . მძაფრ სიყვარულის გადავიწყებას არ ვისურვებდი მძიმე წამებშიც , მე ვტირი არა ბედისწერაზე რომელიც სასჯელს უფრო წააგავს , შენ მენატრები უფრო ყველაზე რადგან ეს გრძნობა სხვისას არა ჰგავს.


27.12.2012

მოდი, მესტუმრე, გულის კარებს გავხსნი ბოლომდე,..
გამიჩირაღდნე ეს სამყარო ასე სასტიკი...
მოდი, მესტუმრე, თუნდაც იყოს წარღვნის ბოლო დღე,
და რომც სიკვდილმა მომაკითხოს, მაინც დაგიცდი...
და თუ ხატავენ ამ სამყაროს ვარდის ფერებში,
არა იმიტომ, რომ სამყარო ვარდისფერია...
მე ბევრი რამე დავინახე შენს სიმღერებში,
თუმცა, ჯერ ჩემთვის არასოდეს არ გიმღერია...
შენი თვალები გაბრწყინებულ დღეებს მაგონებს,
დღეებს, რომლებიც ბევრი იყო ჩემს ცხოვრებაში,
და თუ გავუძელ დღევანდლამდე ამ სიმარტოვეს,
იყო სიკვდილზე გამარჯვება ჩემი რევანში...
და თუ სიცოცხლეს გამუდმებით არად ვაგდებდი,
ეს იყო სწორედ გამოწვევა ამ უკუნეთის,
შენ კი ამ წყვდიადს ცისკარივით მიჩირაღდნებდი,
რადგან სიყვარულს მიმტკიცებდი ზღვა ერთგულებით...
მოდი, მიმღერე, მეც მოგისმენ უკანასკნელად,
მიმღერე, თუნდაც…


11.01.2013

მინდა ავიღო ცისარტყელიდან ყველა ფერები... და დაგიხატო ოცნებებში რომ გეფერები!!!.


Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut