*არ მინდა, ვინმეს ძალიან დავუახლოვდე, რადგან არ მსურს, ვინმემ იცოდეს, რას ვგრძნობ და რას ვფიქრობ.
*პანკ-როკი უნდა ნიშნავდეს თავისუფლებას, იმის სურვილს, რომ აკეთო, რაც გინდა
*ბევრი ჩემი სიმღერა ჩემს შინაგან მდგომარეობას ასახავს. თუმცა ბევრ მათგანს ჩემს ცხოვრებასთან საერთო არაფერი აქვს.
*ბედნიერი ვარ, რომ ბევრი ფული მაქვს. ეს თავდაჯერებულობას მმატებს. გარდა ამისა, ვიცი, რომ ჩემი შვილი ყველაფრით უზრუნველყოფილი იქნება. ეს კი სასიამოვნო გრძნობას ჰბადებს ჩემში.
*მე რაღაც ძალიან მძიმეს და მკაცრს, მაგრამ ამავე დროს ძალიან მელოდიურს ვეძებდი.
*მე ყველა მიყვარს- აი, რა არის მოსაწყენი...
*თითოეული ჩვენგანი მარტოა და ყველა ერთად ასევე მარტოები ვართ.
*არასდროს მწყუროდა პოპულარობა, უბრალოდ, ასე გამოვიდა.
*ყოველთვის გარიყულად ვგრძნობდი თავს. ვერასდროს ვიგებდი, რატომ არ ვეკონტაქტებოდი ჩემს კლასელებსა და ახლობლებს. თუმცა მერე მივხვდი, ამის მიზეზი ის იყო, რომ ისინი შემოქმედების მიმართ გულგრილები იყვნენ.
*როცა მივხვდი, რომ ისეთ ადამიანს ვერ ვიპოვიდი, რომელიც მე მემსგავსებოდა, უბრალოდ გავწყვიტე ადამიანებთან მეგობრობა.
*მე ვარ კურტი, ვმღერი და ვუკრავ გიტარაზე. საერთოდ, მე მოლაპარაკე და მოსიარულე ბაქტერიული ინფექცია ვარ...
*დავიღალე გამუდმებით კარგი ბიჭის თამაშით, მხოლოდ იმიტომ, რომ მარტო არ ვიყო და მეგობრები მყავდეს?!
Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!