sofasi's blog

sofasi
43, Tbilisi, Грузија



ეს ქვა თილისმაა მათთვის, ვინც სექტემბერში დაიბადა. იგი "ბრძენების" ქვაა და კეთილშობილების სიმბოლოა, რომელიც კოსმოსის ძლიერ ენერგიას ასხივებს. იგი აძლიერებეს გონიერებას და ადამიანს უბიძგებს მორალური და სულიერი სიწმინდისაკენ. საფირონი ავითარებს მეხსიერებას, აღვიძებს შეცნობის სურვილს და იწვევს შემოქმედებით შთაგონებას. საფირონი თავის მფლობელს დაიცავს ჭორებისა და შიშისაგან, დაიცავს მოგზაურობების დროს. მაგრამ იგი ძლიერ პიროვნებებსა და ალტრუისტებს ეხმარება, ეგოისტებს კი სარგებლობას არ მოუტანს



მიყვარხარ ძლიერ… ძლიერ… რაც გადის დრო და ხანი,
მე უფრო მეტად მიყვარს შენი პატარა ტანი.
შენი შავი თმის ბუჩქი,ეგ თეთრი შუბლის სერი,
თვალები გიშრისფერი,ლოყები ვარდისფერი.
შენი თითები მიყვარს,ორი პატარა თათი,
ო,იცი როგორ მიყვარს ოდნავ შეხებაც მათი,
ო,იცი როგორ მიყვარს გამოუთქმელი ენით?-
შენი გრძნობების სიღრმე, სულის სიმაღლე შენი.
მე დარდიც მიყვარს შენი, შენი ღიმილიც ფართო,
მე ცრემლიც მიყვარს შენი,შენი კისკისიც მართობს,
მე შუქი მიყვარს შენი,რა არის მისი ფასი!
მე ჩრდილიც მიყვარს შენი, მზის დაბნელების მსგავსი.
მიყვარხარძლიერ,ძლიერ…მწვავს შენი ტრფობის ალი,
მიყვარხარ ძლიერ,ძლიერ…მთელი გრძნობით და ძალით…
მთელი სამყარო ვრცელი,შენით არსებობს ჩემთვის,
რაზეც კი ვფიქრობ,ყველა ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის.
ძილში ჩემთან ხარ სიზმრად,ფიქრში ჩემთან ხარ დღისით.
გულის ძგერის ხმა მესმის- შენი ხმა არის ისიც.
შენთვის მივწვდები მწვერვალს,დიდების ყველა მნათობს,
დიდებას დავთმობ შენთვის,შენთვის მწვერვალებს…


გადავწყვიტე მოვმკვდარიყავი…
ადრე თუ გვიან, დღისით ან ღამით…
ვიფიქრე, დენის მავთულზე აჯობებდა თავის მოკვლა,
წვიმიან ღამით…
ვკლავდი ყველაფერს და ვკლავდი არაფერს!
მაღლა და დაბლა,
მიწაზე, ცაზე…
ვიდოდი კედლებში, როგორც კოპერფილდი
და გაყინულ მინებს ვეკროდი,
როგორც პატარა ბავშვი…
და გადავწყვიტე ისევ თავის მოკვლა…
მგონია ლამაზი მინდორი აჯობებს…
უკვე ცხადად ვხედავ
ჩემს გვამს და ვკანკალებ,
მაღლიდან ვეება მთვარე,
რომ მანათებს!
რთულია ცხოვრება,
სიკვდილი არც ისე,
არადა რამდენი ჭიები გავსრისე…
და კვლავ გადავწყვიტე ისევ თავისმოკვლა…
სიკვდილის მომენტში ვგავდი მთვრალ გოლიათს,
აკანკალებულს და ისეთ საშიშს,
როგორც სიკვდილის მელანქოლიას!
და მერე გაზაფხულდა…
ჩამოდნა თოვლი,
როგორც სანთელი და იტმასნება მთების მკლავებში…
აყვავდა ყველა…
ყველაში ერთი
და მაშინ მივხვდი,
რატომ გვყავს ღმერთი…
და როგორც წეღან გითხარით ზევით,
გაზაფხულია, მღერიან ჩვენში…

და ახლაც ვფიქრობ მოვიკლა თავი,
თუ ისევ ვიყო მე ყველას მსგავსი?!
გაზაფხულია და ჩემი გულიც,
ბებერ ხარივით მალულად ღმუის,
ამიკანკალდა ნატანჯი სული
და…


მენატრებოდა ვიღაცა ძლიერ,

და ეცვლებოდა ყველაფერს ფერი,

უმისამართოდ მიჰქონდათ ფოთლებს,

ტკივილები და ფიქრები ჩემი.


მისმინე,

აღელვებული ვარ, ცუდად ვარ,
მისმინე, ნერვები აღარ მყოფნის,

მისმინე, უკვე ვეღარ ვაკონტროლებ, მომენტებში ვიჩიტები, აი არა, ვითიშები..

კაროჩე დამერხა, დაღლილი ვარ…………… მკიდია, ძაან ცუდად ვარ.
მგონი ვეღარ ვუძლებ თუ რაღაც ეგრე… აი ვსიო, ვსიო, ვსიო… რამე მშვიდი სამსახური მინდა… მოვუვლი ბავშვებს!!!!!!!!!!!!!!
ვიმუშავებ ბოლტების დამჭერად საააააააააააააადმე დიდ ქარხანაში. ან ბულკებზე რო შაქრის პუდრას აყრიან იმად ვიმუშავებ ვიმუშავებ ძროხების მწველავად, თუ ეს ძროხები არ ილაპარაკებენ, თავის პრობლემებზე და არ მთხოვენ რომ შევხვდე, და არ მკითხავენ როგორ ჯობია რომ მოიქცნენ, ძოვონ და მოვწველი და ვსიო!!!!!!!!!!!!!!!!!!
ვიმუშავებ ქათმები რო კვერცხებს დებენ ის კვერცხები რო უნდა აიღოს და ლატოკში ჩააწყოს იმად ან და…


ცოდვა დამედო, – შემიყვარდა ჩემივე თავი,
თავმოთნეობამ სული ჩემი მოინადირა
და რადგან ვატყობ, ძალა არ მაქვს გუმანთან დავის,
ამ სენისაგან ვერაფერი მიხსნის ადვილად.
ჩემზე ლამაზი სხვა არავინ არ მეგულება,
მხიბლავს ეს სახე, ღვთაებრივად ჩამონათალი,
მჯერა, რომ მართლაც სრულყოფილი შექმნა ბუნებამ,
მჯერა, რომ ქვეყნად არ არსებობს ჩემი ბადალი.
მაგრამ როდესაც ჩემს უტყუარ სარკეს ჩავხედავ,
შევეფეთები დაბერებულ სახეს საშინელს,
მაშინვე ვხვდები, რომ გონებამ გამათავხედა
და საკუთარი თავის ტრფობა კვდება მაშინვე.
მე ჩემი თავი შენმა ტრფობამ თუ შემაყვარა,
შენი ნორჩობის გაზაფხულით ვფერავ ჭაღარას.


14.11.2011

მარადისობა მიმზერს
და საღამოა გრილი.
გათოშილ ხელებს ვიშვერ
და ვეფერები თბილისს...

შემოაქვთ როიალი,
სხეულს ვაყუჩებ მტკივანს.
უკრავს უცნობი ქალი
და მე რატომღაც, მცივა!

ვიგონებ წარსულ მაისს,
შუაღამისას ვდგები.
მაინც მიმიხმობს საით
ხმა მომაკვდავი გედის?

მოვა ასული ერთი,
უცხო და მოალერსე
და დამისვენებს ფერხთით
ჩემს გაფითრებულ ლექსებს.

იქ სითეთრეა მარტო
და ლოლუები ყვავის.
ქანაობს შიშველ ტოტზე
ჩემი ძვირფასი ყვავი.

სძინავს გათვალულ ქალაქს,
ვიღაც ხმაურით დადის.
აქ ჯიბგირები წვანან,
მე მეშინია დანის!!!

დროა სიზმარში შესვლის,
ჩნდება ცისფერი ორთქლი.
მოდის ხალათი თეთრი,
მე მეშინია მოკვლის!!!

ვიღაც შუქისკენ უხვევს
და მეც მივყვები რიდით.
და მაგონდება უცებ,
თეთრი მუხრანის ხიდი.

აქ მზეებია ბევრი
და მიძვრებიან თავში!
მთვარის სონატას მღერის
ცისფერთმიანი ბავშვი.

მარადისობა მიმზერს
და საღამოა გრილი.
გათოშილ ხელებს ვიშვერ
და…


ო, როგორ დავტკბებოდი შოკოლადის ნაყინით! თუკი მამაზეციერმა ერთი წამით დაივიწყა ის, რომ ჩვრის ტიკინა თოჯინა ვარ და მაჩუქა ცოტაოდენი სიცოცხლე, ალბათ ვერ ვიტყოდი ყველაფერ იმას, რასაც ვფიქრობ. უფრო მეტს ვიფიქრებდი იმაზე, თუ რას ვლაპარაკობ. საგნებს შევაფასებდი არა მათი ღირებულებით, არამედ მათი მნიშვნელობის მიხედვით. დავიძინებდი ნაკლებს, ვიოცნებებდი მეტს, იმ აზრით რომ ყოველი წუთი დახუჭული თვალებით-- ეს სინათლის დაკარგული 60 წამია. ვივლიდი მაშინ, როდესაც სხვები სიარულისგან თავს იკავებენ. გავიღვიძებდი მაშინ, როდესაც სხვებს სძინავთ. მოვისმენდი, როდესაც სხვები ლაპარაკობენ. ო, როგორ დავტკბებოდი შოკოლადის ნაყინით! მამაზეციერს ცოტაოდენი სიცოცხლე რომ მოეცა, ჩავიცვამდი უბრალოდ, წამოვდგებოდი მზის პირველ სხივთან ერთად, არა მხოლოდ სხეულით, არამედ სულიერად გაშიშვლებული. ღმერთო…


ნუ დაღონდები, თუ აუგად გახსენეს ისევ,
სინათლის ძრახვა ხომ წესია ბნელი გონების...
ეჭვის აჩრდილებს სილამაზეც იფერებს ისე,
თითქოს ლაჟვარდებს შესევია გუნდი ყორნების.

ლამაზ ვარდებშიც დაიბუდეს თითქოს მატლებმა,
შენც ბოროტებას თითქოს კეთილ მძევლად ხლებიხარ
და მაინც ცოდვა შენ წყალობად მოგემადლება,
რადგან საწუთროს გაზაფხულად მოვლინებიხარ.

შენ უკვე გასცდი სიყმაწვილის დღეთა ცდუნებებს _
გზად დასაძლევი რაც შემოგხვდა, ყველა იძლია,
მაგრამ ცხოვრებას ჯერ ვერსაით ჰპოვებ უვნებელს,
ცილისწამების დაძლევა თუ არ შეგიძლია.

რომ არ გყოლოდა მოშურნეთა ჯარი მხლებელად,
შენ დაგრჩებოდა ყველა გული საბრძანებელად.


← previous 1 2 next
Blog
Blogs are being updated every 5 minutes