ვისაც ვუყვარვარ და ვისაც ვძულვარ......
35, Batumi, Грузија


ვისაც ვუყვარვარ და ვისაც ვძულვარ,
ორნივ მართალნი არიან ცამდე,
ვძულვარ_ვინც ახლო მოვუშვი გულთან,
მათ, ვისაც მთელი არსება ვანდე.
ვუყვარავრ_ვისაც ჟამი-ჟამს ვხვდები,
ვინაც ჯერაც ვერ მივიღე თვისად...
ვის სიშორესაც მკარნახობს ბედი,
გაუშიფრავი დავურჩი ვისაც.
ვისაც ვუყვარვარ და ვისაც ვძულვარ
ცამდე მართალნი არიან ალბათ,
ვინაც ახლობლად მიიღო გულმა
რატომღაც ძალზე ადვილად მკარგავს.
რა გითხრათ, ხშირად ვიბნევი კიდეც
და სიახლოვე მაშინებს კაცთა,
ვმარტოობ... კვლავაც რომ აღარ ვზიდო
ადამიანის დაკარგვის განცდა...
ვისაც ვუყვარვარ და ვისაც ვძულვარ,_
მაინც მართალნი არიან ორნივ
ვძულვარ ვინც ახლო მიიღო გულმა,
ვუყვარვარ, ვისაც დავურჩი შორი...



11 views
 
Коментари

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes