წაიღეთ ოცნებაც !
35, Batumi, Грузија



მოდი! უშველე სულს ნატკენს

წაიღე, რაც მასში სახლობდა

წაიღე! წამართვი! წამგლიჯე!

რაც ასე მსურს, მარა არ მოვა


წამართვით, რაც ასე მიყვარდა

წაიღეთ ოცნებაც გიბარებთ!

რაც ასე მსურს, თანაც ახლოა

წაიღეთ! წამართვით! იტაცეთ!


შორს იყოს, ვიცოდე ვერ ვნახავ

დამალეთ შორს, სადმე მიჩქმალეთ

და თუ კი ოდესმე გევედროთ

არ მითხრათ სად არის, ვინანებ!


უთხარით ჩემზეც არ იფიქროს

დათვალოს დღეები წარსული

და როცა სიზმარში მიხილავს

არ მაკლოს, მონატრულს ამბორი


წაიღეთ! წამართვით! არ მინდა!

სიგიჟე რომელიც მაწამებს

გრძნობები, რომლებიც აშლილა

თოკები შეაბით, დამალეთ


ვერ ვფარავ მის წყურვილს, მწყურია

წაიღეთ, დამალეთ, არ მასვათ

თუ მისით დავთვერი, ავღნიშნავ

ჩემს გრძნობას შებოჭილს, ავწყვიტავ


წაიღეთ! წამართვით! წამგლიჯეთ!

რაც ასე მინდა და არ მოვა

წაიღეთ ოცნებაც გიბარებთ,

რაც ასე მსურს თანაც ახლოა..

13 views
 
Коментари
xameleon 19.03.2014

ვერ ვფარავ მის წყურვილს, მწყურია
წაიღეთ, დამალეთ, არ მასვათ
თუ მისით დავთვერი, ავღნიშნავ
ჩემს გრძნობას შებოჭილს, ავწყვიტავ......

Blog
Blogs are being updated every 5 minutes