სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ ანუ მეორე სიცოცხლე…
51, Kutaisi, Грузија


სიყვარულს ცრემლიც უხდებაო გამიგონია, მაგრამ განა ასეთი ცრემლი?! ეს ცრემლი ხომ უსაზღვრო ტკვივილისაგანაა გამოწვეული. ეს ცრემლი ხომ ბედნიერების ცრემლი არ არის. რა ვქნა? რით ვუშველო ამ ნაიარევ გულს, რით ამოვივსო ეს სიცარიელე შენგან მიტოვებულს რომ დამრჩა?

არა და რა ლამაზად დაიწყო ყველაფერი, როგორი ბედნიერები და ხალისიანები ვიყავით რომ არა ეს ავბედითი დღე.

იმ დღესაც ცრემლები სცვიოდა ცას. ზეცა დედამიწას დასტიროდა თუ ჩემს მომავალ უბედურებას გრძნობდა, ეს ახლაც ვერ გამიცნობიერებია. იქნებ ამ წვიმას მიუძღვის ბრალი იმ უბედურებაში, რაც თავს დაგვატყდა.

ფრთხილად, აუჩქარებლად მოვდიოდით. ჩვენ წინ მიმავალ მანქანას საბურავი გაუსკდა, უცნაური მანევრი გააკეთა და შემხვედრი მანქანა ჩვენსკენ გამოქანდა. არ ვიცი რამდენს ხანს გასტანა კოშმარმა... გონს საავადმყოფოში მოვედი... ჩემს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა, მაგრამ გოგას ჯანმრთელობის გამო მთელი საავადმყოფო წუხდა. იშვიათი ჯგუფის სისხლი აღმოაჩნდა მეოთხ ჯგუფის უარყოფითი რეზუსის სისხლი. ჩვენმა უბედურებამ მთელი ქალაქი აატირა. ორი დღის შეუღლებულები სიცოცხლისათვის ვიბროდით.

მეგობრები, ნათესავები, ახლობლები, თანამშრომლები ყველა გოგას სისხლის საშოვნელად დარბოდა. მთელს ქალაქში ამ ჯგუფის სისხლი ვერ აღმოაჩინეს... უფალს ყოველ წამს სასწაულის მოხდენას- მის გადარჩენას ვთხოვდი. ყოველი წამი საბედისწერო შეიძლებოდა აღმოჩენილიყო.

თითქოს ცა განათდა და ჩემი ლოცვა უფალმა ისმინა. სასწაული მოხდა, მეოთხ ჯგუფის უარყოფითი რეზუსის სისხლი გოგას ბავშვობის მეგობარს-ნუგზარს აღმოაჩნდა. ეს ის ნუგზარი იყო, რომლის ამბავსაც გოგა ძალზედ განიცდიდა. მისი ცხოვრების წესის გამო ხშირად მეგობრებს უთანხმოება მოსდიოდათ. არა და ერთმანეთი სიგიჟემდე უყვარდათ. დრო არ ითმენდა, ექიმები სისხლის გადამოწმებასაც კი ვერ ასწრებდნენ. ყოველი წამი გოგას სიცოცხლისათვის გადამწყვეტი იყო.

...სასწაული მართლაც მოხდა. სისხლის გადასხმის შემდეგ გოგას მდგომარეობა საგრძნობლად შეიცვალა. გამოკეთდა თითქოს ხელახლა დაიბადაო. ბედნიერებისაგან ყველანი ვბრწყინავდით, განსაკუთრებით კი ნუგზარი, რადგან მან მის მეგობარს მეორესიცოცხლეაჩუქა.

სამი თვის შემდეგ ოჯახში დავბრუნდით. თითქოს ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. იმ დღეების გახსენება არავის გვინდოდა, რადგან ის წუთები ყველას საზარელი კოშმარი ეგონა. ბედნიერებამ ისევ დაისადგურა ჩვენს ოჯახში თუმცა... ...სპეციფიკური ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად, რომელსაც გოგა სამ თვეში ერთხელ გადიოდა აღმოჩნდა, რომ მას შიდსი სჭირდა.

შორეული და სასტიკი სიტყვა «შიდსი» უცებ შემოიჭრა ჩვენს ოჯახში.შიდსი... ღმერთო ჩემო, შიდსი... ახლა რაღა ვქნათ?..როგორ მოვიქცეთ? ვის მივმართოთ? ახლა როგორღა გამოვგლიჯოთ გოგას სიცოცხლე სიკვდილს?! დამახასიათებელი ნიშნებია: ტემპერატურის უმიზეზო მომატება 1 თვეზე მეტი ხნის მანძილზე,ლიმფური კვანძების გადიდება, ძლიერი საერთო სისუსტე, მუქი წითელი ფერის ლაქები კანსა და ლორწოვან გარსებზე, გახანგრძლივებული პნევმონია (ფილტვების ანთება), რომელიც არ ექვემდებარება ჩვეულებრივ მკურნალობას, ძლიერი ოფლიანობა, განსაკუთრებით ღამით, თეთრი ფერის ნადები პირის ღრუს ლორწოვანზე, პათოლოგიური მოვლენები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ და სხვა.ისედაც დათრგუნული და დაძაბული გარემო აბსოლუტურად დაითრგუნა... „შიშს დიდი თვალები აქვსო“ და მეგობრებით გავსებული სახლი დაცარიელდა, თითქოს დრო გაჩერდა... როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ყველა შიში საბოლოოდ სიკვდილის შიშს უკავშირდება. როცა ექიმის დასკვნა აღსასრულსადასტურებს, შიშიორმაგადმძაფრდება თუმცა ყველამ იცის რომ შიდსი მეგობრობით არ გადადის...მარტომედამარინას– გოგას დედას არ გვეშინოდა შიდსის, არგ ვეშინოდა გოგასი... შიდსი არ გადაეცემა:საყოფაცხოვრებო კონტაქტით, ხელის ჩამორთმევით, საუბრით, არ გადაეცემა საერთო ჭურჭლის, აბაზანის, თეთრეულის და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით... თუ უნდა შემშინებოდა მხოლოდ მე, მაგრამ რისი?!– გოგასი თუ თვით შიდსის?!

ამ დაავადების შესახებ უამრავი ლიტერატურა წავიკითხეთ, მაგრამ იმედის მომცემს და ხელჩასაჭიდს ვერაფერს მივაგენით. სადღეისოდ არ არსებობს შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინა ან რაიმე სამკურნალო საშუალება, მაგრამ იმედისმომცემია ბოლო დროის მიღწევები ანტივირუსული პრეპარატების შექმნის სფეროში. იქნებ არსებობს რაიმე გზა, იქნებ ამჯერადაც შეგვიწყალოს უფალმა.

საოცრად ბედნიერი ნუგზარი წამის მეათასედში შეიცვალა, თითქოს მიწას დაანარცხესო, მიტკალივით გათეთრდა. ის კი არ ადარდებდა, რომ ამ ვირუსის მატარებელი იყო, არამედ ის, რომ გოგას დაიმფიცირება მისი და იმ ცხოვრების წესის ბრალი იყო რომელსაც ის ეწეოდა. სწორედ, ამ წესის გამო დაშორდნენ მეგობრები გარკვეული დროით ერთმანეთს.

მე მაინც უდიდესი მადლობელი ვარ ნუგზარის, რომ არა ის მე და გოგა ერთად ცხოვრებას, თუნდაც იმ მცირე ხნით რასაც სამი წელი ჰქვია ვერ შევძლებდით. ამ სამი წლის განმავლობაში ყოველი დღე, ყოველი წუთი უდიდესი ბედნიერებით, სიხარულითა და სიყვარულით იყო გამსჭვალული.

გოგა დღითი–დღე დნებოდა, იფიტებოდა თუმცა ისევ იბრძოდა. ძალას იკრეფდა და ჩვენ გვამხნევებდა... თუმცა განგაშის ზარმა მაინც ჩამოკრა.

... ყველაფერი დამთავრდა... ირგვლივ ყველაფერი ნაცრისფერი გახდა... გოგას გარეშე ჩემს ცხოვრებას ზრი არა აქვს. გულში სინანულისა და სიძულვილის მეტი არაფერი დამრჩა...მენატრები! შეუძლებელია სიტყვებით გადმოვცე ან გამოვხატო თუ როგორ მენატრები, თვალწინ შენი სახემიდგას... ამაოდ დაგეძებ მთელს სახლში...დედა მეცოდება... ეს რა ლექსი დაუტოვე, ნუთუ არ შეგებრალა... შენი ნაწერი სულ თან დააქვს და იძახის:– მე აქ ვარ შვილო!

სადა ხარ დედი?

გული ამტკივდა მიშველე დედი!

თვალთ მიბნელდება დაღამდა დედი?

ამ ხალხს რა უნდა? გამიშვით ხელი!

არსად წამოვალ, მიხსენი დედი....

ეს რა ყუთია? მითხარი დედი...

თეთრი სუდარა რათ გინდა დედი?

რატომ ტირიხარ რატომ გდის ცრემლი?

რომ გეფერები ვერა გრძნობ დედი?

გთხოვ შემომხედე შვილი ვარ შენი,

ნუთუ ვერ მხედავ? ეს მე ვარ დედი!

არც ჩემი გესმის? რა ხდება დედი?!

აქ რატომ ვწევარ რატომ ვერ ვდგები?

რატომ მოფრინდა ეს თეთრი მტრედი?

საით მიგყავართ! არ მინდა ხელში!

დაბლა ჩამომსვით გავივლი ფეხით...

ეს რა ორმოა??? მითხარი დედი,

და რატომ ჭარბობს დღეს შავი ფერი?

მიწას ნუ მაყრით! არა გწამთ ღმერთი?!

რატომ დაბნელდა, სადა ხარ დედი?

ოხ როგორ ცივა, გამათბე დედი,

გთხოვ ჩამეხუტე, მაკოცე ერთი...

დედი აქა ხარ??? ნუთუ წახვედი...

მომნატრებიხარ ვერ გხედავ დედი...

ის სადღა გაქრა ის თეთრი მტრედი!

რატომ არა ჩანს ნათელი სვეტი,

რომ გაანათოს უკუნი, ბნელი...

მჯერა მოვა და წამიყვანს ღმერთი.

მუდამ შენთან ვარ, მიყვარხარ დედი! /შოთა ჩერქეზიშვილი/

გაუყუჩებელ ტკივილად მოდის შენზე ფიქრები ყოველ წამს...ცუდად ვარ... ლამისაა ხელებგაწვდილმა მოვიარო მთელი სახლი რათა შენს აჩრდილს მოვკრა თვალი და შევეხო... შენთან მინდა და დედას ვერ ვუმხელ... მეცოდება... მისი მარტო დატოვება არ მინდა...

მეც სუსტად ვარ... მაგრამ დედას ვერაფერს ვეუბნები... არ მინდა შევაშინო. ვიცი კიდევ ერთ ტკივილს ვერ გადაიტანს. თუმცა მამჩნევს რომ რაღაც მჭირს... განა ჩემს მდგომარეობაში გასაკვირია ცუდად რომ ვიყო?!

სისუსტე...დაღლილობა...უგუნებობა...ჭირვეულობა...გულისრევის შეგრძნება... ნუთუ იგივე მჭირს რაც შენ? ნუთუ ისმინა ჩემი ლოცვა უფალმა და ისევ ერთად ყოფნა გვიწერია...ნუთუ მეც იგივე უნდა გავიარო რაც შენ...ერთად მაინც გაგვევლო ორივეს ეს მძიმე გზა ... ერთად შევწყვეტდით სუნთქვას... ერთად გავფრინდებოდით მარადისობაში... აქაც არ დამიცადე...

მარინამ იძალა და ექიმთან ძალით წამიყვანა...ისედაც ვიცი რა მჭირს– უშენობა ხომ ჩემთვის ყველაზე დიდი დაავადებაა...ისევ სისხლი და ისევ ანალიზები... დავიტანჯე... არ მინდა ... და–ვი–ღა–ლე!!!

დაგვირეკეს ანალიზების პასუხი მზად არის და მობრძანდითო. მარინა განიცდის... ისევ ცუდის მოლოდინშია...

ექიმმა კაბინეტში შეგვიპატიჟა... ჩვენი მდგომარეობა იკითხა... გაგვამხნევა... გვითხრა ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ განსაკუთრებულ კონტროლზე უნდა აგიყვანოთო... ჩემი და მარინას თვალები ერთმანეთს შეხვდა და თითქოს თავიდან დაიწყო ის კოშმარი... ექიმის ხმამ ფიქრებიდან გვიხსნა...

–სანერვიულო არაფერია... თქვენ ფეხმძიმედ ხართ, მაგრამ ყოველი წამი უნდა ვაკონტროლოთ...

–გთხოვთ გამაღვიძოთ, ეს ხომ სიზმარია, ეს ხომ რეალობა არ არის... ეს ხომ შეუძლებელია... –ვიძახდი გაოგნებული.

–შეუძლებელი არაფერია –თქვა ექიმმა–ანალიზებმა აჩვენა რომ თქვენ ფეხმძიმედ ხართ და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს არც შიდსით არ ხართ ინფიცირებული. აი, ეს კი მართლაც სასწაულია! ამიტომ, ისევ გთხოვთ შიდსზე განმეორებითი ანალიზები ჩაიტაროთ.

...ისევ ანალიზები... ისევ სისხლი, მაგრამ ამჯერად იმ იმედით, რომ ყველაფერი რიგზეა და გოგას გარდაცვალება ანუ ფერისცვალება ჩვენს შვილში გადმოვა...

ექიმის სიტყვები გამართლდა მომაკვდინებელი ვირუსი არც მე და არც ჩემს შვილს არ აღმოგვაჩნდა. ამაში კი ნამდვილად დაგვინდო ჩემმა ერთადერთმა სიყვარულმა... მადლობა უფალს! მადლობა იმ წამებისათვის რაც ჩვენ გამოვიარეთ... მადლობა ნუგზარს... მადლობა გოგას... მადლობა სიცოცხლეს რომ დედობის ბედნიერება მომანიჭა. გვირაბის ბოლოს ყოველთვის ჩანს სინათლე. ეს სინათლე ჩემი შვილია.


სიყვარული ვისთვის ტანჯვა და ვისთვის ბედნიერებაა...ახლა ჩემს პატარა გოგას ვუცქერ და ვფიქრობ ეს გრძნობა მაინც ყველაზე ლამაზი,სათუთი დაგასაფრთხილებელი გრძნობა ყოფილა,იმიტომ რომ უფალთან გვაახლოვებს,ადამიანად გვნათლავს და გვასწავლის ერთმანეთის ფასს...
იმაზე საუბარს,თუ როგორი მტანჯველია ეს გრძნობა აზრი არააქვს!

გაუფრთხილდით ერთმანეთს და ნუ მიატოვებთ გასაჭირში. სიცოცხლე ხომ ძალიან ხანმოკლეა.

17 views
 
Коментари
anonimi 20.02.2012

ვაა რა მაგარია, თქვენს შვილს უდავოდ კარგი ნიჭი აქვს!

natomari natomari 20.02.2012

რა ვიცი? ვიცი? ;-)
გაიხარე ჩემო კარგო *DRINK*

Blog
Blogs are being updated every 5 minutes