22.03.2010
*  *  *
55, Washington, САД

* * *

ტრიალებდა, ტრიალებდა, ტრიალებდა კარუსელი,
ქარს მიჰქონდა ხეების და ხეივნების ნამუსრევი,

ბეღურები ეშვებოდნენ კოპიტების კენწეროდან,
იდგა ძაღლი და გოგონას გაკვირვებით შეჰყურებდა...

გოგონა კი ჩამჯდარიყო თავის სათამაშოებთან,
მაგრამ კი არ თამაშობდა, მამას თვალს არ აშორებდა!

მამაც იქვე, სადაც დიდი ჩრდილი ეგდო კოპიტების,
ვიღაც უცნობ მანდილოსანს შეჰყურებდა მორიდებით.

ის უცნობი ძაღლს უმზერდა, ძაღლი იდგა ბეღურებთან,
ძაღლი - გოგოს, გოგო - მამას, მამა იმ ქალს შეჰყურებდა...

ამ მზერაში იყო რაღაც უცნობი და აუხსნელი,
ტრიალებდა, ტრიალებდა, ტრიალებდა კარუსელი!

14 views
 
Коментари

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes