01.05.2010
*  *  *
55, Washington, САД

* * *

რა გაოცებს - ხეში წყალი ჩადგა უკვე,
კიდევ ერთხელ შემობრძანდა გაზაფხული...
თავდახრილი მიუყვება ქუჩას ქალი,
შენი, მაგრამ სამუდამოდ დაკარგული.

ნუში ტყემალს სითეთრეში ეჯიბრება,
მზემ ატმები საბოლოოდ გადარია,
შენ კი გცივა, იანვარი იყოს თითქოს,
რადგან სულში უსასრულო ზამთარია.

რა გაგიქრობს, რა გაფანტავს ამ კაეშანს? -
ყველა ტკივილს როდი კურნავს გაზაფხული,
ცრემლებს ყლაპავს და მიჰყვება ქუჩას ქალი,
შენი, მაგრამ სამუდამოდ დაკარგული...

16 views
 
Коментари
shalva 25.05.2010

შენ დაწერე თუ სხვაა ავტორი ლექსის

QALTAMZE QALTAMZE 01.09.2010

არა, ლექსი ჩემი არ არის, ავტორი არ ვიცი.

Blog
Blogs are being updated every 5 minutes