ყველას მადლობა!...ვინც ვერ გამიგო
არად ჩააგდო ჩუმი ძახილი...
ნებით თუ ძალით გული გამიპო,
გზები გახლიჩა, დიდი მანძილით.
ყველას მადლობა, ვინც არდამინდო,
უფლის გზა ჰქონდა უარყოფილი,
ვინც სიძულვილით ვერ დამივიწყა
გულზე კი მყავდა მე, მიყრდნობილი.
ყველას მადლობა! ვინც
არ დამტოვა,
უმტროდ
ცხოვრება სახიფათოა...
მას, ვინც მესროლა, არ
ამაცილა,
მეგობრისათვის გული სათნოა.
არ ვიტყუები,არც ვტკბილსიტყვაობ...
მაინც ტკბილია თქვენი სამსალა...
მათი ტალახიც კარზე აცხია...
ვინც ჩემი სული არ შეიწყნარა.
ყველას მადლობა! ვინც ბრალი დამდო,
ღმერთმა მიჰმადლოს სული კეთილი,
ცხოვრების გზაზე მეგობრის ფასი,
არ ყოფილიყოს უარყოფილი.
იმ სიყვარულით განვვლოთ ჩვენი გზა,
ვიდრე ცხოვრება არ დაილია,
რასაც უმღერდა აკაკი, ვაჟა,
რუსთაველი და დიდი ილია.
მ.კ.
ყველას მადლობა! ვინც ბრალი დამდო,
ღმერთმა მიჰმადლოს სული კეთილი,
ცხოვრების გზაზე მეგობრის ფასი,
არ ყოფილიყოს,უარყოფილი.....
*THUMBS UP* *ROSE*