ზვიად რატიანი
46, Tbilisi, Грузија

– ლექსში ავტორი

არც უნდა ჩანდეს უფრო მკვეთრად,

ვიდრე სხვის ფოტოზე, სიღრმეში, გამვლელი,

კადრში შემთხვევით მოხვედრილი.

– მაგრამ გრძნობები?

– გრძნობების საქმეც ისევეა, როგორც ტალღების.

ზღვა არ მართავს თავის ტალღებს, შესაძლოა, საერთოდ ვერ გრძნობს,

მისთვის ტალღები სულერთია, ის სუნთქავს და განიცდის ფსკერით,

იქაა მისი პოეზია. ტალღები კი ქარის საქმეა...

2 views
 
Коментари
kessaria 03.12.2014

გრძნობების საქმეც ისევეა, როგორც ტალღების.
ზღვა არ მართავს თავის ტალღებს, შესაძლოა, საერთოდ ვერ გრძნობს,

eka------- eka------- 03.12.2014

)*

Blog
Blogs are being updated every 5 minutes