- შენ არ დამატყობ გულზე ნატყვიარს
- ვგრძნობ, როგორ ფეთქავს შენი გულ-მკერდი,
- თვალებში ლურჯი ზმანება ელავს…
- წვიმის წვეთები აპობს გუბეებს,
- როგორც არასდროს ზღვაც, ისე ღელავს…
- ბაგეს, ვით ხატებს, ისე ვემთხვევი,
- შენი სხეული ცეცხლად ანთია
- და შენი კაბა ტანზე შემთხვევით
- შემოხეული ღამის ლანდია…
- ჩემი ხელები შენს ზურგს ეხვევა…
- თვალბში თითქოს ბინდი ჩამოწვა…
- დაუფიქრებლად გკოცნი ერთხელაც
- შენმა ტუჩებმა კანი ამომწვა…
- ახლა შენა ხარ ჩემი ცხოვრება
- და, როცა დილა თენდება, ვხარობ…
- მე აღარ მინდა დროის დაკარგვა
- და რაც დავკარგე იმასაც ვნანობ…
- მე შენ მიყვარხარ და ეს სიტყვები
- ჩემს გამოხედვას დაღად ატყვია…
- შენ ლექსად აღარ გამოითქმები
- და არ დამატყობ გულზე ნატყვიარს…
- და ახლა, როცა ამ ლექსს ბუტბუტებ,
- ჩემი ცხოვრება შენ ხელში ფეთქავს…
- მიყვარხარ, მინდა, ამის გჯეროდეს
- და ამ სიყვარულს პასუხი ეთქვას…
There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!