"განვიცდი რომ შემიყვარდი რადგანაც, შენ გადააგდე მე რომ გაჩუქე ის ვარდი"...
37, Kobuleti, Грузија

იყო და არა იყო რა ამქვეყნად რა არ ხდებოდა,
ვიგაცა გრძობას იძენდა ვიღაცის გრძობა ქრებოდა,
ვიღაცას ვიღაც უყვარდა, ვიღაცას ის არ უყვარდა
ვიღაცა იმას ნანობდა ის ვიღაც რომ შეუყვარდა,
მე კი ძალიან მიყვარდი, განვიცდი რომ შემიყვარდი,
რადგანაც შენ გადააგდე მე რომ გაჩუქე ის ვარდი,
არადა ჩემთვის იყავი ბედნიერების სათავე
და ვხვდები რომ სიყვარულის ვერ მოგითოკე სადავე
ვერ მოგითოკე აფრები ახლა შენამდე შორია,
მეგონა გული გქონდა და თურმე ყინული გქონია!!!
ეს ლექსიც მაშინ დავწერე როცა შენ ჩემგან წახვედი,
ჩემს გულის ნაპირს მოცდი და სულ სხვა ნაპირზე წახვედი...
წახვედი? წადი შორს წადი! იქნებ სულ გადამავიწყდე!
შენ შენსას თუ დაიკვეხნი ჩემიც არ დაგავიწყდეს,
მაგრამ რა მოხდა რა იყო განა ქვეყანა გაიყო!
გამოფხიზლებულმა ნიავმა შენზე ფიქრები წაიღო...
და რაც არ გინდა ლამაზო არასდროს ღმერთმა არ მოგცეს,
იქნებ ადრე თუ გვიან ინანებ, იქნებ როდესმე წამოგცდეს
რომ სიყვარული არ იცი, სიცივე რატომ ჩაიცვი...
ერთი კითხვა მაქვს სიცოცხლე სირცხვილით ხომარ დაიწვი
ჩემს გულში თბილად იჯექი, ახლა ვიცი რომ იქ არ ხარ
ლექსებს რომ ვწერდი მიყვარდი, ახლა კი აღარ მიყვარხარ!!!

12 views
 
Коментари

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes