ო მე ამას ვერ შევძლებდიი...... სხვას იქნებ გამოუვიდეს...
37, Kobuleti, Грузија

მოდი, მივატოვოთ ერთმანეთი,
მერე მონატრება შევშალოთ...
გრძნობით გავარღვიოთ უკუნეთი,
გულში არაფერი შევცვალოთ.

მერე, დამიძახე მონატრებულს,
სითბო დამაწიე საშენო,
სულში სიყვარულად მონათებულს,
ჩემში უშენობა გაჩვენო.

მოდი, სულ ცოტა ხნით მიმატოვე,
ვითომ წახვედი და არ ვიცი...
და როს გამაგიჟებს სიმარტოვე,
ნაცნობ ხეივანთან დაგიცდი.

როცა ბოლო სუნთქვა გაილევა,
და როს ჰაერივით გინატრებ,
ირგვლივ ყველაფერი აირევა,
უკან დაბრუნდი და გიმარტებ.

ისევ აპრილივით ავკვირტდები,
სურნელს შემმატებენ ატმები,
მოხვალ, უცხოსავით მაკვირდები,
მე კი, შენი მზერით დავტკბები.

არა, უშენობა არ მიხდება,
ასე, ხუმრობაც კი მაშინებს,
ვიდრე სიხარული წამიხდება,
გიხმობ, დამიბრუნდი მაშინვე.

ხვალეც, თუ გითხარი წადიმეთქი,
არა –ნორმალური მიწოდე..
ოღონდ, არ გაგიწყრეს კიდევ ღმერთი
და არ დამიჯერო იცოდე.

3 views
 
Коментари

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes