მე ვფიქრობ ანუ ხუმრობა იქით იყოს :))
52, Augsburg, Германија

ვფიქრობ, ყველაზე საჭირო და ნიჭიერი ხალხი, ცხოვრებისეული გაგებით, თუ თავს დავანებებთ ხელოვნებას და პოეზიას, ვფიქრობ, ყველაზე საჭირო ხალხი ინტრიგანი ადამიანები არიან.

რატომ და მათ ყოველთვის ყველაფერი იციან, ხანდახან ისიც კი , რაც არასოდეს მომხდარა, მაგრამ ისინი ისე ხატავენ მოვლენებს, რომ სინამდვილე ჰგონია კაცს. მათ ასევე შესწევთ უნარი მართონ ადამიანთა ტვინი, მათი მოქმედება, შეუძლიათ მოვლენების მანიპულირება და დიდი ცვლილებების მოხდენა საზოგადოებაში.... ყველაფრის აღწერა შორს წამიყვანდა, იქნებ ბევრმა თქვენგანმა უკვე თავადაც იცის თუ რას ნიშნავს სანაცნობოში, საახლობლოში, სამეგობროში და სამეზობლოში ასეთი ხალხის ყოლა... თქვენი არ ვიცი და მე უკვე ვფიქრობ, რომ ასეთი ხალხი განსაკუთრებული ნიჭიერებით გამოირჩევიან და ხშირ შემთხვევაში გარშემომყოფთა პატივისცემასაც იმსახურებენ... და ძალიან, ძალიან საჭირონი არიან... აბა, დაუკვირდით დღევანდელ რეალობას, განა ასე არ არის?
თქვენი არ ვიცი და მე კი უნდა ვაღიარო, რომ სიტყვა ინტრიგანი დიდ დატვირთვას იძენს ჩვენი ერის დღევანდელობაში და ... რაღა ვთქვა? საოცარია, საოცარი... თავი დავანებოთ მორალს, ვიღას აინტერესებს ძმაო, მორალი? ჰმ

26 views
 
Коментари

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes