მე დღეს მეტად დავაღონე ღამე
37, Tbilisi, Грузија

მე დღეს მეტად დავაღონე ღამე,
ღამეს ჩუმად მიაპობდა სევდა,
თეთრი მთვარე იმშვენებდა თვალებს,
როცა სივრცე ღამე ფიქრებს წერდა.

გატკეპნილა ამ ცხოვრების ბეწვის ხიდი,
გზად და ხიდად გადებულა გულის ფეთქვა,
აისიდან მომავალი ნათლის სხივი,
ბეწვის ხიდზე გზას მინათებს ნელა.

კარს მომდგარი ხოშკაკალი ამ ცხოვრების,
ცდილობს ფესვი რომ დაგრაგნოს მეტად,
ჰორიზონტზე მოქანავე სულის ხიდი,
ბედის დარტყმებს სიმამაცით ლეწავს.

შემომადნა რამდენიმე ღერო ყლორტის,
ახლა ფიქრიც შემომიჩნდა მეტად,
აღარ მინდა სევდის ტბასთან ხეტიალი,
ან მუსიკით ფიქრის კვამლში ბნედა.

ახლა მზესთან ვიმყოფები მარტო,
ღამის ზღაპარს ზღვას ვუამბობ ნელა,
მკრთალი სიოც დამეწევა წამში,
როცა მზეში შენი სივრცე შემაქვს.

ვაჩე რაინდელი

2 views
 
Коментари

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes