30.11.2011
tovs....
35, Tbilisi, Грузија

თოვს,მენატრები,

ცივათ ვარსკვლავებს,


გადამალულებს ზეცის უბეში,

მერე ფიფქები,ტკივილს გასხლავენ

და ნათოვარზე,მოვა ნუგეში.

სხეულის იქით სხვა,სულერთია,

შემოდის ღამე,ლექსის მრითმავი,

თოვს,მენატრები და სულერთია,

ოღონდ მოდი და რამე მითხარი.

შორსა ხარ ახლა,


ცხრა მთის გადაღმა,

დავიწყებულო ზამთრის არაკო,

თოვლი წამოვა ისევ ამაღამ,

ლექსებით უნდა გელაპარაკო

3 views
 
Коментари

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes