19.04.2013
de goli
53, Tbilisi, Грузија

გენერალ დე გოლის მენიუდან - თევზის წვნიანი!!!!

მთელი ცხოვრება მაინტერესებდა, როგორ მზადდება მაგარი, გემრიელი, კაცური თევზის წვნიანი და თითქოს ღმერთმა გამომიგზავნა ეს რეცეპტი.... მე და შარლ დე გოლის საყვარელი წვნიანი ერთ საინტერესო წიგნში შევხვდით ერთმანეთს... არის ასეთი მზარეული ჟოელ ნორმანი, ვინც 30 წელი მსახურობდა ფრანგი პრეზიდენტების სამზარეულოში, პარიზში, სენტ ონორეს 55 ნომერში - ელისეის სასახლეში...

ჟოელ ნორმანი რამდენიმე პრეზიდენტს ემსახურა - დაწყებული შარლ დე გოლიდან - ჟაკ შირაკით დამთავრებული... ყველას გემოვნებამ მის ქვაბში გაიარა, ყველას კაპრიზმა და მსუნაგობამ... ერთ მშვენიერ დღესაც, ნორმანმა წიგნი გამოუშვა, სადაც ყველა პრეზიდენტის მენიუ გამოაქვეყნა. ჟოელ ნორმანი წიგნში გემრიელად ჭორაობს, ამიტომაც წიგნი გამოვიდა გემრიელი, ლაღად საკითხავი, ფრანგული იუმორით და გემოვნებით შეზავებული....

მე ამ წიგნში ბევრი საინტერესო დეტალი ვიპოვე, რომელიც ჩემს სამზარეულოში დავპატიჟე და აი, ასეთია შარლ დე გოლის ბუიაბესიც, ნამდვილი გლეხური ფრანგული წვნიანი, რომლის რეცეპტსაც ახლა შემოგთავაზებთ....

მე ამ კერძმა ორმაგად მომხიბლა... ის შარლ დე გოლის რჩეულია და ამიტომაც უკვე მეჭკვიანება. კაცის, ვინც საფრანგეთმა ჟანა დარკივით და ნაპოლეონივით აქცია ეროვნულ გმირად. დე გოლს რთული ეპოქა ერგო. ფაშიზმი გავარვარებული ღუმელივით მძვინვარებდა ევროპაში. 1940 წლის 6 ივნისს დე გოლი მარშალმა პეტენმა საფრანგეთს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშნა...

თუმცა უკვე ყველაფერი გვიანი იყო... 1940 წლის 22 ივნისს მარშალმა პეტენმა საფრანგეთის ჩრდილოეთი ზავით დათმო და ამიტომ ეს ტერიტორია ფაშისტების რეჟიმს უნდა დამორჩილებოდა... თავმოყვარე შარლ დე გოლმა სამშობლო სირცხვილს ააშორა - ლონდონში გაიქცა და იქიდან „ბიბისიში“ გამოაქვეყნა მოწოდება... მას სჯეროდა, რომ წააგეს ბრძოლა, მაგრამ ომს მოიგებდნენ... ლონდონიდან, ბრიტანეთში გადახვეწილმა გენერალმა დე გოლმა მიაღწია იმას, რომ ფრანგები ერთი იდეის გარშემო გააერთიანა - „სამშობლო და ღირსება!“

ამ პატარა რეცეპტში ბუმბერაზი გენერლის ბიოგრფიას მთლიანად ვერ მოვყვები, მაგრამ ერთს აუცილებლად ვიტყვი - გენერალი დე გოლი ორჯერ გადადგა... დიახ, ეს გენიოსი ადამიანი ორჯერ გადადგა პოსტიდან, თავისით, უხმაუროდ, ანუ, როცა მიხვდა, რომ გადადგომის დრო ოყო, პრეზიდენტი დე გოლი გა-დად-გა!!!! (ბოლოს 1965 წელს, კიდევ 7 წლით არჩეულმა გენერალმა ეს ნაბიჯი მეორედ გადადგა.... პარიზის ქუჩებში ახალი ეოქა მოდიოდა, ახალგარდები ტრანსფარანტებით გამოვიდნენ „წაიყვანეთ დე გოლი არქივში!“ და პრეზიდენტმა, ვინც საფრანგეთი გააერთიანა და ღირსება შემატა, ადგა და დატოვა პოსტი.... ამ სიტყვებით - „როგორც ჩანს მე საფრანგეთს მოვბეზრდი, თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, მეც მომაბეზრეს თავი ამ ფრანგებმაო!!!“;)))

წავიდა მყუდროდ, თავის სოფლურ სახლში, გენერალი პასეანსების გაშლის დროს გარდაიცვალა... მისმა მომდევნო პრეზიდენტმა ჟორჟ პომპიდუმ რადიოში მწუხარებით წარმოთქვა: „ქალბატონებო და ბატონებო, გენერალი დე გოლი გარდაიცვალა, დღეს საფრანგეთი დაქვრივდა“.

ეს იყო ადამიანი, ვინც ზუსტად იცოდა „თავისი დრო“, მე ზშირად ვამბობ, რომ გენერალმა დე გოლმა პირადად მე „წასვლა მასწავლა“, არსებობს ცხოვრებაში, მეგობრობაში, მეზობლობაში და ყველაზე ხშირად, სიყვარულში დრო, როცა უნდა „გადადგე“, ანუ წახვიდე, რადგანაც იქ შენი ადგილი აღარ არის;))))

ახლა კი რეცეპტი... რეცეპტი წვნიანის, რომელიც ძალიან უყვარდა გენერალ დე გოლს...

ტაფაზე ზეითუნის ზეთში მოთუშეთ ხახვი, რგოლებად დაჭრილი სტაფილო, დაუმატეთ დაჭრილი ნიახური, ნიორის რამდენიმე კბილი, 2-3 პომიდორი წინასწარ დაკუწული, 1 კოვზი ტომატის პასტა. როცა მოითუშება, დაამატეთ დაფქული ქონდარი, მარილი და პილპილი გემოვნებით... 250 გრამი თეთრი ღვინო და დაელოდეთ, ვიდრე ღვინო ამოქრება...

როცა ღვინო გაიპარება ქვაბიდან, დაუმატეთ ადუღებული წყალი და წამოადუღეთ, მიიღებთ გემრიელ ბულიონს, სადაც ჩაამატებთ სხვადასხვა ჯიშის თევზს...

ერთი დეტალი: აზიზ რესტირნებში ამ ბულიონს საცერში წურავენ. ანუ ბოსტნეულის ნაკუწებს აღარ ტოვებენ ტეფშზე, თუმცა გლეხურ ბუიაბესს უხდება ბოსტნეულიც და მე არ გადავწურე... თევზები წინასწარ დაჭერით ულუფებად და ისე ჩაამატეთ ბულიონში...

თევზი მალე იხარშება, არ გადაგეხარშოთ. ბოლოს ბულიონში ამატებთ ცალკე სხვა ქვაბში მოხარშულ - კალმარებს, მიდიებს, მელანთევზას და კრევეტებს, ანუ ზღვის სხვადასხვა პროდუქტს... ჰა ჰა ჰა, მე რვაფეხაც ჩავამატე და დახატა კერძი;)))

(ზღვის პროდუქტებს იმიტომ ვხარშავთ წინასწარ, რომ ისინი ცოტა გვიან იხარშება და თევზეული არ გადაგეხარშოთ).

როცა წვნიანი ადუღდება დაუმატეთ დაჭრილი ლიმონი და მზადაა... ცცელ-ცხელი ჩამოასხით ღრმა თეფშებზე და მიირთვიათ ნივრიან პურებთან ერთად. დიახ, ბუიაბესს უხდება გახუხული პურები. იყიდეთ ან მოზილეთ ცომი, დაჭერით ჭიქით, თანაბარ ნაჭრებად. გადაუსვით მარილი და პილპილი, დანაყილი ნიორი და ზეთი... გამოაცხეთ ღუმელში...

გემრიელია და რაც მთავარია, ისტორიული, ეს ხომ გენერალი დე გოლის საყვარელი წვნიანია...

ესმა

5 views
 
Коментари
kapinio 19.04.2013

matrica ki aris kargad magram hven rogor vart mis gareshe sakitxavi ai ea aris.

Blog
Blogs are being updated every 5 minutes