kargi leqsia :)
30, Tbilisi, Грузија

...ცოდვის ბილიკთან ვდგავარ უფალო
და ცრემლით შეგთხოვ, რომ შენ მიშველო,
შორს მე გავაგდე შენი მცნებები
სახეს მისველებს სულის ცრემლები...

უფალო დიდხანს ვებრძოდი აზრებს
სულს, რომ ცოდვების განცდებში აგდებს,
ცოდვის მარწუხებს ვებრძოდი ამ დროს
სულს, რომ ცოდვების განცდები ალპობს...

იცი უფალო ?! შენთან მოსული
ცოდვას გამიმხელს სულის წარსული,
ბავშვივით ვტირი შენს ფერხთ მოსული
ალბათ დავიღალე გრძნობამორეული...

დიდხანს დაგეძებდი სულის ლაბირნთში
ბრმად, რომ გავიარე ცოდვის ქარიშხალში,
გზად კი შემეფეთა ცოდვის გიგანტები
უხვად გამიმრავლა ცოდვის იარები...

ძალა აღარ მეყო შენთან მოსასვლელად
ჩემი ცოდვებით სულის გასამხელად,
უფალს ვუგალობდი ცოდვის განსაცდელად
ლოცვა ვაღიარე სულის სანკურნებლად...

აღარ შემიძლია, ღმერთო მომიარე
აქ ვარ, შემამჩნიე ლოცვით მგლოვიარე,
თითქოს დამიწყნარდა სული ბობოქარი
თითქოს გავიარე ცოდვის კარნავალი...

ცოდვის გამართლების აზრებს ნუ დაეძებ
ბოლოს სულის ცოდვებს, ცრემლით დაიტირებ
სულის ათი მცნება რწმენით აღიარე
წამის ბილიკები ლოცვით გაიარე...

სევდა მომივლინე ციდვის განსაცდელად
მადლი მომანიჭე უფლის სადიდებლად,
სულის სიმამაცე - ცოდვის დასაძლევად
ძალა თავმდაბლობის - შენთან მოსასვლელად...

0 views
 
Коментари

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes