........................
36, Tbilisi, Грузија

ყველა ადამიანი კარგად ვერ მოგექცევა და ნურც მოითხოვ ამას. მხოლოდ ძალიან ახლობელ ადამიანებს აკისრიათ ამის მორალური პასუხისმგებლობა...
გახსოვდეს ყველა, ვინც სიკეთით გექცევა, იყავი მადლიერი, თუმცა ამავდროულად სიფრთხილესაც მოუხმე. გახსოვდეს, რომ ყველა ადამიანს აქვს მოტივი რის საფუძველზეც ნაბიჯს დგამს – ბოროტს, თუ კეთილს... როდესაც ადამიანი კეთილად გექცევა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ნამდვილად უყვარხარ.კარგად დაფიქრდი, ვიდრე ვინმეს მეგობრად მიიღებდე...
არავინაა შეუცვლელი და არ არსებობს ამქვეყნად საგანი, რომელსაც აუცილებლად უნდა ფლობდე. კარგად დაიმახსოვრე ეს სიტყვები და მეტად გაგიადვილდება შეეგუო იმის დაკარგვას, ვინც გიყვარს და იმის ვერ მიღებას, რაც გსურს.
ცხოვრება ხანმოკლეა და როდესაც დღეს დროს კარგავ ხვალ შეიძლება აღმოაჩინო,რომ იგი უკვე აღარ გაქვს. რაც უფრო მალე დააფასებ სიცოცხლეს, მით უფრო უკეთ ისიამოვნებ მისით..სიყვარულს შეუძლია იყოს, როგორც მუდმივი ასევე წარმავალი. თუ ადამიანმა მიგატოვა,იყავი მომთმენი, დრო მიხედავს შენს ჭრილობებს და სევდას. ნუ გააზვიადებ სიყვარულის სიტკბოს, მშვენიერებასა და განშორების ტკივილს.
ბევრ წარმატებულ ადამიანს არ ჰქონია კარგი განათლება, მაგრამ ეს ფაქტი არ ნიშნავს იმას, რომ შენ შეგიძლია წარმატებას მიაღწიო მძიმე შრომის გარეშე.ცოდნა შენი ცხოვრების იარაღია..
შენ პატივს სცემ შენ სიტყვებს, მაგრამ ნუ ელი, რომ სხვებიც ამას გააკეთებენ. შენ შეგიძლია იყო კარგი ადამიანთათვის, მაგრამ ნუ ელი, რომ ისინიც კარგები იქნებიან შენს მიმართ. და თუ ამას გაითავისებ, შეგეძლება თავიდან აიცილო ფუჭი ტკივილი...

14 views
 
Коментари

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes