არ ვარ ამაყი,
34, Warsaw, Полска

არ ვარ ამაყი, მაგრამ უღირსს ბოდიშს არ ვუხდი!
ძუნწი არა ვარ, მაგრამ მდიდარს არ გადავუხდი!
ადამიანო! შენს შეცდომებს რად ხვდები მაშინ,
როცა სიცოცხლის უკანასკნელ ფურცელს გადაშლი?!
მე რომ ვმართავდე ამ სამყაროს თუნდაც მეასედს
არ მივიღებდი კარენინას,ბოვარს, მე ასეთს
და ამბობს აქეთ ტოლსტოი და იქიტ ფლობერი-
"მერე რა, თუკი ვერ გახდება ბევრის მფლობელი?!"
იყო დრო, როცა დიოგენე კასრში ცხოვრობდა,
მაშინ ვიღაცას არც ეს ჰქონდა და მათხოვრობდა,
მე სიღარიბეს ვუშველიდი "შაგრენის ტყავით",
არ გავუშვებდი სტუმრად მოსულს ჩაით ან ყავით...
შავკანიანი ბიგერივით ვოცნებობ ყოფას,
მაგრამ არ ვცდილობ ოცნებების,სხვისის,ხელყოფას...
და ვიცხოვრებდი, გიკვირთ ალბათ, მე იმ გიჟებთან,
სადაც მაკმერფი "გასართობად" თავს იგიჟებდა...
მე აღვადგენდი, უცილობლად, აღებულ ტროას,
დავასახლებდი იქ მეომრებს, თუნდაც მარტო ასს...
თუ ჩემს ბნელ ოთახს მოიცავდა უძღები სევდა-
დავიტირებდი მკვდარ შვილს, როგორც ედმონდოს დედა..
თუკი მეტყოდი-შემიყვარე, გული მომეო,
შეგიყვარებდი, როგორც ჯულიეტას რომეო...
თუკი ხელახლა შევქმნი შედევრს მე -"მონა ლიზას",
დავინჩი ტყვიით გამისტუმრებს,აბა,რას იზამს?!
თუ მარგარიტას დავუწუნებთ ღიმილს, მიმოსვლას,
ეს ხომ მეორედ დაგვიღუპავს უკვდავ ფიროსმანს...
თუ ვიცი, ვკვდები, ივლისს გადმოვიტანდი მარტში,
რადგან სიხარულს გვაგემებდა მომავლის მარში...
და რომ შემეძლოს დავუკრავდი შენთვის კლარნეტზე
და ვიყვირებდი, რომ მიყვარხარ "ციდან სამ მეტრზე"...
ჩემს სათქმელს სრულად გადმოგცემდა "სონატა მთვარის",
ვან ბეთჰოვენი თუკი ნებას დამრთავდა ამის...
თუკი მეტყოდი, მე შენ ნაცვლად სულ სხვა მიყვარსო
ალბათ ტილოზე ასახავდა ამას პიკასო...
მე წამიერად გავაქრობდი მერის აჩრდილებს,
თუმც არ დავხევდი გრძნობებს, მათ ხომ გადამარჩინეს...
დღეს ვამბობთ, რომ არ გავცვლით ქრისტეს ოცდაათ ვერცხლზე,
მაგრამ ყოველ წამს ჯვარზე ვაცვამთ, ანდა ვწვავთ ცეცხლზე...
მე ჩავიდენდი, რა ვქნა, მაინც, წესიერ ცოდვას,
მაგრამ თქვენსავით არ ვუწოდებ ამას არცოდნას!...
არა, არ მინდა! სადაც ვიყავ, იქ დამატიეთ,
და თუკი ვცდები, უცოდველნო, მე მაპატიეთ!..."

81 views
 
Коментари
almasa80 30.05.2018

დღეს ვამბობთ, რომ არ გავცვლით ქრისტეს ოცდაათ ვერცხლზე,
მაგრამ ყოველ წამს ჯვარზე ვაცვამთ, ანდა ვწვავთ ცეცხლზე... :-(

Blog
Blogs are being updated every 5 minutes