03.09.2014
..............
39, Florence, Италија

შენი მაჯებიდან დაწყებული,

შენი მხრების გავლით გზა მიყვარს,
შენი ბილიკებით სიარული,
შენი ნაპირები, ზღვა მიყვარს...
შენი თითებიდან დაწყებული,
შენი შევერცხლილი თმა მიყვრას,
შენი მოფერება, მოლოდინი,
შენი ნაბიჯების ხმა მიყვარს...
შენი მკლავებიდან დაწყებული,
შენი გულის ცემის ხმა მიყვარს,
შენი სისუფთავე, სისპეტაკე,
შენი სახლის ჭერი, ცა მიყვარს...
შენი ფიქრებიდან დაწყებული,
შენი მხრების გავლით გზა მიყვარს,
შენი სიცხადე და მოსვენება,
შენი ჩასუნთქვების თვლა მიყვარს....

4 views
 
Коментари

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes