ნარკოტიკი
34, Tbilisi, Грузија

მე ენი ვარ , ქალაქ მარიიდან და მე ალბათ ჩემი მეგობრებივით მალე მოვკვდები. ჩემს ქალაქს “მარია” ერთ-ერთი წმინდანის საპატივცემულოდ ქვია, ასე გვეუბნებიან უფროსები. სამწუხაროდ ამ წმინდანმა დიდი ხანია დაივიწყა ჩვენი ქალაქი. ეს ძალიან პატარა დასახლებაა, რომელიც მთებშია მიკარგული მაგრამ ერთ ადგილას ზღვასთანაც აქვს გასასვლელი…

tumblr_n0bxay0DZW1sebtevo1_500 მიუვალი ადგილის გამო ქვეყანაში დატრიალებული უბედურებები ჩვენამდე ვერ აღწევს, არც ხშირი ომიანობა გვაწუხებს,მტერსაც კი ეზარება ჩვენამდე მოსვლა. მე პატარა სახლში ვცხოვრობ, მშობლებთან ერთად. ბაბუები ომში დაიღუპნენ, მშობლებმა განთლების მიღება მოახერხეს და თავიანთ ცოდნას ქალაქს ახმარენ.ასეთი რაღაც აქ იშვიათად ხდება.

ბებიები მაშინ დაიღუპნენ როცა ჯერ ძალიან პატარა ვიყავი.ასე რომ არც ისინი მახსოვს. ოჯახში 4 წევრი ვართ…მე ,დედა ,მამა და უფროსი ძმა…

პატარაობიდან მინდოდა ომში წასვლა და ჩემი ქვეყნის დაცვა…მინდოდა ჯარისკაცი გავმხდარიყავი…

იარაღი პირველად ხელში რომ ავიღე 2 წლისაც არ ვიყავი, ეს ჩემი ძმის სათამაშო თოფი იყო. შემდეგი ფერადტყვიებიანი თოფები იყო… შიგადაშიგ სანადიროც , და არა ერთმა იარაღმა გაიარა ჩემს ხელში დღემდე… ყველაფერი მაშინ დაიწყო ,როდესაც ჩემს გარშემო ადამიანებმა სიკვდილი და ჩემი ნაწილების წაღება დაიწყეს …

Leon-the-Professional-1.16 წლის ვიყავი როდესაც ადამიანების მოკვლაზე დავიწყე ფიქრი ,მაშინ პირველად ვნახე ფილმი “ლეონი” და ბავშვურად მეც მომინდა სნაიპერობა … მეგონა ოდესმე შევძლებდი ცუდი ადამიანების მოკვლას და ამით სამყაროს კეთილს გავხდიდი… მაგრამ ის კი არ ვიცოდი რომ ამით მე თვითონ გავხდებოდი „ცუდი“.

69 views
 
Коментари

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes