მე გავიმარჯვე.
33, Tbilisi, Грузија

შავად მიღიმი, თეთრად მიცქერ, წითლად მატყუებ,
მოწამლული ვარ, სიყვარულით და სიამაყით.
მოდი დავარქვათ სახელები, ნუღარ ვართულებთ,
სხვა თოჯინებსაც, ჩვენებური ფიქრის კარნახით.

დავაგემოვნოთ სიცრუე და არამზადობა,
შემდეგ ტაძარში ჩვენს ცოდვებზე გადავირიოთ,
გადავიხადოთ უმადურად ტკბილი მადლობა
და ერთმანეთი სიხარულით გავაკრიტიკოთ.

მოდი დავხოცოთ ერთმანეთი სანამ დრო არის
თორემ სიცოცხლე სიყვარულით ვინ ააშენა?!
შეიშალაო ჩემზე უთქვამთ ყური მოვკარი
მორჩა აღარ მსურს სიგიჟე და გიჟად დარჩენა

აფიორაა ყველაფერი ამ ლექსის ჩათვლით,
რა ვქნა, ასეა მოწყობილი მთელი სიცოცხლე,
მე გავიმარჯვე, არც თუ ისე მარტივი გათვლით,
მე, ჩემი თავი, დიდი ხნის წინ ჩამოვიშორე.

1 views
 
Коментари

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes