sevdiani leqsebi
33, Tbilisi, Грузија

ამიხსენი ბორკილები,აღარ მინდა!

თავისუფლად მომენატრა ხეტიალი,
მეგობრობა სხვა გრძნობაში გადავიდა,
ვერ მოვთოკე,მე საბრალომ,ეს ტიალი…

დამიბრუნე რაც წამართვი, მიითვისე,
მომანატრე სიმღერები ლოთიანი,
უშენობით,ეს დღეები მირბის ისე…
როგორც ჩემი ოცნებები შფოთიანი…

დამიბრუნე, სიყვარული დამიბრუნე,
და თუ გინდა,შენებურად დამაბრალე…
თორემ,ისევ ჩემებურად გავიტრუნე…
თორემ,ისევ გაზაფხულში დაგემალე…

გაზაფხული,კვლავ უშენოდ გადავიდა…
და ზაფხულიც მოგვადგება კარზე, მალე...
ამიხსენი ბორკილები, აღარ მინდა…
თორემ,ისევ უშენობა გამაწვალებს…

8 views
 
Коментари

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes