31.05.2013
ufulo mdidari
33, Tbilisi, Грузија

მოხუცი კაცი იჯდა ხის სკამზე სახლის წინ,უფროსი შვილის გვერდზე რომელმაც უმაღლესი განათლება მიიღო. უცებ ყვავი მოფრინდა და დაჯდა სახლის სახურავზე. მამამ კითხა შვისლ:რა არის ეს? :ყვავი. უპასუხა ბიჭმა. რამდენიმე წუთის შემდეგ მოხუცმა ისე იკითხა რა არის ეს?: ის ყვავია..
კვლავ რამდენი წუთის ინტერვალით იკითხა მოხუცმა : რა არის ეს? შვილმა თქვა: მე ხომ ეხლახანს გითხარი რომ ეს ყვავია? მცირე შუალედის შემდეგ მოხუცმა უკვე მეოთხედ დასვა შეკითხვა:შვილო რა არის ეს?? ბიჭის ხმაში გაღიზიანება და მობეზრება შეიპარა : მამა! ის ყვავია, ყვავიიი! მოხუცმა თავი ჩაღუნა და მეორე წუთს კვლავგაიმეორა კითხვა. ბიჭი წამოხდა და მთელი ძალით დაუყვირა:შენ უკვე რამდენჯერ გამიმეორე ეს შეკითხვა! მე კი გეუბნები რომ ეს არი ყ ვ ა ვი! ნუთუ ვერ იგებ ამას?
მამამ წყლიანი თვალებით შეხედა მას. უეცრად თითქოს გაუნათდა დაბინდული,სკლეროზით დატყვევებუკუ გონება. შევიდა სახლში და დღიური გამოიტანა, მიაწოდა იგი ბიჭს და თხოვა წაეკითხა:
დღეს ჩემმა პატარა ბიჭმა,რომელიც სკამზე კალთაში მეჯდა დაინახა ყვავი რომელიც იქვა მოფრინდა. იგი მე ზუსტად 25ჯერ შემეკითხა თუ რა იყო ის,მე კი ოცდახუთჯერვე ვუპასუხე ისე რომ სულაც არ მომბეზრებია..მე ვეხუტებოდი მას თითოეული შეკითხვის შემდეგ და ამის მერე უფრო მეტი სიყვარული ვიგრძენი ამ პატარა,მიამიტი,ცნობისმოყვარე ანგელოზის მიმართ.

7 views
 
Коментари

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes