დეკანოზი თავმას ჩოხელი - ქალავ
30, Tbilisi, Грузија

დეკანოზი თავმას ჩოხელი - ქალავ


ქალავ, მაგ თვალთა ბრიალი
ელვასა ჰგავდა ცისასა,
მოგიტაცებ და წაგიყვან
უვალს გატარებ მთისასა.
კლდის წვერზე ნაბადს გაგიშლი,
ნათელსა ლეკებისასა,
დაგხურავ ცისარტყელებსა,
პეშვით წყალს გასმევ ცვრისასა.
არწივთა საირაოში
შუქს არ მაუშვებ დღისასა,
შენ,ჩემო დილის მზის სხივო,
არ მეგულები სხვისასა.
დამეხსენ,ვაჟო,ნუ სჩქარობ,
იმედს ნუ ჰკარგავ ცდისასა,
ეგ შენი გულის წადილი
ვარსკვლავთ დაჰკრეფდა ცისასა.
ვარდს დაეჩრდილა ეკალი,
მაისის დარად ვიქნები,
დღემ აიხადა პირბადე,
ზეცას სწვდებოდნენ ფიქრები.
გული სიამით აძგერდა,
გლოცავენ დარბაისლები,
მზემ ჯანღის კალთა გახია,
წვიმად მოვიდნენ ნისლები.




0 views
 
Коментари

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes