პოეტების მეფე
58, Tbilisi, Грузија

თქვენ გენატრებათ ლოჟა, პარტერი.
თქვენ გინდათ გახდეთ მილიარდერი.
მე კი ვარჩევდი გზას უნაპიროს,
ცოტა სიყვარულს და ერთ ღერ პაპიროსს.

***
ამ ჩემს თმებში ვერცხლის ჩრდილებს
სიბერის დრო აქსოვს.
არ ვემდური სიყმაწვილეს,
ის ხომ კარგად მახსოვს.

სინამდვილეს არ ვემდური,
არ ყოფილა თითქმის,
არყოფილზე საყვედური
არასდროს არ ითქმის.

და არც შიში გაორების
არ მიგვრძნია მწარე...
მე ხომ მთელი გზა ცხოვრების 
ასე გავატარე.

***

 გზები გაუვალი
და გზები გავლილი -
გულისტკივილით მაქვს
ყველა შესწავლილი.

ადის მწვერვალზე თუ
ჭაობში ეფლობა, -
ერთი ნიშანი აქვს: 
დაუსრულობლობა

გალაკტიონი
 

12 views
 
Коментари

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes