თავისუფლება?
58, Tbilisi, Грузија


ნებისმიერ ინტელექტუალურ თუ ფიზიკურ შერკინებაში, ყოველთვის გამორჩეული თვისებების და არტისტიზმის მქონე ”გლადიატორად” ვითვლებოდი. მე, მთელი ცხოვრება უცხო ”იმპერტორების” სახელისა და დიდებისათვის ვიბრძოდი, მაშინ, როდესაც მთელი ჩემი არსებით მხოლოდ თავისუფლებას ველტვოდი და ყოველთვის მსურდა, ამ ქვეყნის კეთილშობილი მოქალაქე ვყოფილიყავი. მაგრამ, ”ბრბო” და ”იმპერატორები” მონისაგან, დაუსრულებლად, ითხოვდნენ თავდაუზოგავ ბრძოლას და სანახაობას. 
კმარა! აღარ მსურს მონობა სასაცილო და მახინჯი ”იმპერატორების” კარზე. მე, საკუთარი ძალისხმევით გამოვჭედ იმ ”უზენაეს იმპერატორს” რომელიც თავის ღვთაებრივ ხის ხმალს - ”რუდიუსს”  მზრუნველად, მხარზე შემახებს და ჩურჩულით მეტყვის - მორჩა მონავ! დასრულდა შენი მონობა! ამიერიდან, შენ თავისუფალი ხარ! 
/მ.შ./
    

8 views
 
Коментари

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes