ორი გრძნობა.
58, Tbilisi, Грузија

  ანაზდეულად, ”ანტუან დე სენტ ეგზიუპერის” სიტყვები გამახსენდა სიყვარულს რომ განმარტავდა. სიყვარული არ ნიშნავს იმას, როდესაც ორი ადამიანი განუწყვეტლივ ერთმანეთს უყურებს. სიყვარული არის მაშინ, როდესაც ორი ადამიანი ერთი მიმართულებით იყურება. 
შეკითხვა გამიჩნდა. იმ შემთხვევაში, თუ ერთ ადამიანს მოსწონს ის მიმართულება რომლისკენაც მეორე ადამიანი განუწყვეტლად იყურება, ასეთ შემთხვევაში რა ხდება? მაგრამ, რად გინდა, ამ შეკითხვის დასმას აზრი აღარ აქვს. პასუხს ხომ, უკვე ვეღარასოდეს მივიღებ.

სიყვარული! რა არის სიყვარული? სიყვარული ყრუ და ბრმაა, ზოგჯერ მუნჯიც. ის, ადამიანს საღად განსჯის უნარს აკარგვინებს და აიძულებს ცხადად ვეღარ აღიქვას ის რეალობა რომელიც მის წინაშეა. 

სიძულვილი! ეს, ის გრძნობაა, რომელიც ყველაზე ხანგრძლივია მიწიერ გრძნობებს შორის. ის, ხომ თითქმის მთელი ცხოვრების მანძილზე გრძლდება.
/მ.შ./

27 views
 
Коментари

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes