ახლა აღარ ვყვირი
58, Tbilisi, Грузија

 ძალიან გულუბრყვილო უნდა იყო, რომ ამ ქვეყნად ხმაური და ყვირილი გაბედო. თითქოს ადამიანის ბედს ეს შეცვლის! არა, ჯობია, შეურიგდე, მიიღო, როგორიც არის, მაცდური ტვინისჭყლეტის გარეშე. ახალგაზრდობისას, ბიფშტექსს რომ ვუკვეთავდი ხოლმე, მსახურებს შევახსენებდი: ”აბა, თქვენ იცით, კარგი ნაჭერი ამომირჩიეთ, თან ძალიან მსუქანი არ იყოს”. 
ხომ შეიძლებოდა, მსახურს ჩემი სიტყვები ვერ გაეგონა, იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ შეიძლებოდა, საერთოდ, ყურადღება არ მიექცია. გარდა ამისა, ჩემს სიტყვებს სამზარეულოშიც უნდა შეეღწია და მზარეულის ყურამდე მისულიყო. თუმცა, დავუშვათ, ეს ყველაფერი მოხერხდებოდა, ხომ შეიძლებოდა, რომ სამზარეულოში აღარც ერთი კარგი ნაჭერი აღარ ყოფილიყო! - ახლა აღარ ვყვირი.

სორენ კირკეგორი

24 views
 
Коментари

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes