ლაო ძი  (ურთიერთმიმართებები)
58, Tbilisi, Грузија

 ოდეს შეიცნეს ცისქვეშეთში:
მშვენიერი რომ მშვენიერია:
იშვა სიმახინჯეც.

ოდეს შეიცნეს ცისქვეშეთში:
სიკეთე რომ სიკეთეა:
იშვა სიბოროტეც.

ჭეშმარიტად:
ყოფიერი და არყოფნა ერთმანეთს შობს,
მძიმე და მსუბუქი ერთმანეთს შეიქმს.
გრძელი და მოკლე ურთიერთს განწონის.
მაღალი და დაბალი ურთიერთს ფლობს.
ბგერათა შერწყმა თანხმობას იქმს.

წინმავალი და უკანმავალი ერთმანეთს მორჩილებს.

ლაო ძი

27 views
 
Коментари
makaterine2 29.11.2008

,,,sikvdili da sicocxle zmebi aris.... ara?

Blog
Blogs are being updated every 5 minutes