სულ ესაა...
58, Tbilisi, Грузија


ვწერ იმიტომ, რომ ეს გარეთ აღწევს, და შემდეგ ამისთვის მიხდიან. ერთხელ ვიღაცას ვუთხარი - წერა ლამაზ ქალთან ერთად წოლას ჰგავს, შემდეგ ის დგება, საფულეს იღებს და მუჭით გიწვდის ფულს. მე მას ავიღებ.

დილაობით არასდროს ვწერ. დილაობით არასდროს ვდგები. ღამით ვსვამ. ვცდილობ ლოგინში თორმეტ საათამდე ვიწვე, ეს უკვე შუადღეა. თუკი ადრე მიწევს ადგომა, მთელი დღის მანძილზე ცუდად ვგრძნობ თავს. საათს ვაკვირდები, თუკი თორმეტია, ვდგები და ჩემი დღე იწყება. რამეს ვჭამ, შემდეგ იპოდრომზე მივდივარ და დოღზე ვდებ ფსონს. შემდეგ ვბრუნდები და ამ დროს ლინდა რაიმეს ამზადებს. ცოტას ვსაუბრობთ, ვჭამთ, ცოტას ვსვამთ, შემდეგ რამდენიმე ბოთლს ვიღებ და ზემოთ ავდივარ - წერას ასე, ათის ნახევარზე ვიწყებ, პროცესი ღამის ორის, ან სამის ნახევრამდე გრძელდება. სულ ესაა.

ჩარლზ ბუკოვსკი

56 views
 
Коментари
xameleon 16.01.2014

*THUMBS UP*

Tedd 20.02.2014

ნაცნობი ცხოვრების სტილია.

Blog
Blogs are being updated every 5 minutes