30.01.2010
:P:P:P
36, Tbilisi, Грузија

დღეს მე და მინი ვერთობოდით :-) ჯერ ჯოჯოხეთში მყავდა ჩაყვანილი. ბავშვს თვალები გაუფართოვდა ამდენი ჯოჯო, ეშმა, ათასგვარი ცეცხლები, აფეთქებები და ეშმაკის მანქანები რომ დაინახა. ეშმაკის რა, ჩვენი კომპანიისგან აქვს ლუცის ნახევარზე მეტი პატენტები ნაყიდი და გადაკეთებული. ქალი მაინც ჩათლახია რა…

მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, სანამ მინი ატრაქციონებში იხარშებოდა, მე და ლუციფერი ვისკის ვწრუპავდით ”ცალთვალა ეშმაში” და ახალგაზრდობას ვიხსენებდით.

დაღლილი და კმაყოფილი მინი მთელი გზა გამალებული მიყვებოდა შთაბეჭდილებებს, მე ცალიყურით ვუსმენდი და თავს ვუქნევდი ხანდახან. გადავწყვიტე, დღეს მთელი დღე ოჯახს უნდა მივუძღვნა. საღამოს მე და მინის პლასტიკური საღამო გვქონდა :-) ანუ ვისხედით და პლასტელინით ათასგვარ ფიგურებს ვძერწავდით, თან სასაცილო სახელებს ვარქმევდით. ზოგი რაღაც ისეთი გამოვიდა, გული გამისკდა, მაგრამ ზოგი მართლაც მშვენიერი იყო. მინიმ რაღაც იხლაფორთა და ისეთი უცნაური არსება მაჩვენა, ენაზე ეგრევე ”ფარშევანგი” მომადგა სახელად. კარგად ვიმხიარულეთ იმ საღამოს. ძილის წინ კი, უკვე საწოლში როცა ვაწვენდი, მინიმ უცებ თვალები შემომანათა, პატარა ეშმაკუნები უთამაშებდა შიგნით (მაინც დედამისის შვილია) და მითხრა, მოდი ეს ცხოველები და ფრინველები შენ რომ სამყარო გააკეთე, იმაში ჩავაწყოთო.

12 views
 
Коментари

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes