უფალო,
41, Tbilisi, Грузија

უფალო,
ახლა შევამჩნიე...
შენმა ფრესკამ გუმბათიდან
სივრცეში როგორ გადაინაცვლა:
გადაეკრა ყველა ქვეყნის ცას.

შენი სხეულის ნაწილებიდან ამ ციცქნა მიწას დაემთხვა გული,
როცა საშველად გადაეფარე.
ზაფხულობით, ეს ბრახა-ბრუხა ჭექა-ქუხილი
შენი გულის აჩქარებაა – (ხელს ვაშველებ, არ გადმოგივარდეს)
ელვა - ბილიკი ჩემს ტაძრამდე, დაკლაკნილი,
როგორც ტრანსპორტში პირჯვრისწერის
დარღვეული ტრაექტორია.
მაგ გზით მოვდივარ.

უფალო,
შემხვდი ამ თავსხმაში,
უფრო ახლოს ჩამომიჯექი, ვაღიარებ:
წინა გზაზე
მიმართულების ფირნიშები ასე ურცხვად მე გადავანაცვლე!
შავთავშლიანი დედაკაცი, ეზოდან რომ იწყევლებოდა და
უფრთხოდა სოფელს ჩაქოლვის შიშით, ის - მე ვიყავი!
კაცი, რომელიც გამომიგზავნე,
მოვცელე და ეგოისტურად ვახმობ საბძელში,
მომავალი ზამთრების შიშით – ვერავის მივცემ.

მე, მე ვკაწრავდი შენს კედლებზე უხამს სიტყვებს,
სახელებს და თარიღებსაც მე გიტოვებდი.
ვერ ვხვდებოდი მე, უმეცარი -
ღმერთი ასე არ დაგიმახსოვრებს.

დღეს კი ვდგავარ.
ყველას მაგივრად.
ამაყი და ამპარტავანი, ცრუპენტელა
და ვაღიარებ.
ვაღიარებ.
ვაღიარებ.
 
 

6 views
 
Коментари
suss 29.01.2009

kargia roca agiareb sakutar shecdomebs........

Blog
Blogs are being updated every 5 minutes